სალამური (1964) ამ გვერდს გაეცნო 5759 სტუმარიმოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 3 ნაწილი, 1060 მეტრი (38 წთ.) სს "ქართული ფილმი" პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1966 წელს
|
| დამდგმელი რეჟისორი:
ოთარ აბესაძე სცენარის ავტორები:
ანზორ სალუქვაძე,
ოთარ აბესაძე დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დუბინსკი დამდგმელი მხატვრები:
დიმიტრი ერისთავი, ბუდუ სირბილაძე კომპოზიტორი:
ნუგზარ ვაწაძე ხმის რეჟისორები/ოპერატორები: რაფიელ კეზელი,
თენგიზ ნანობაშვილი მონაწილეობენ: ქ. ობგაიძე (ბუდულა), ვასილ ლაფერაშვილი (კოკა), რ. გორგაძე (სანდალა), ჯ. კასრაძე (დანდალა),
ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (პაპა სტეფანე)
გადაღებულია ბ. ბარდაველიძის მოთხრობა "ველოსიპედის" მიხედვით | |  | კოკა თანასოფლელ ბიჭებს თავს ველოსიპედით აწონებს. ისინიც, ველოსიპედით მონუსხულები, გულუბრყვილოდ ემსახურებიან "ყველაზე ჭკვიან, ყველაზე ღონიერ" კოკას. მოჯადოებულთა რიცხვში ყოფნა მხოლოდ კოტეს არ სურს. ის სალამურზე დაკვრით მოხიბლავს ბავშვებს და კოკას ბატონობას ბოლოს მოუღებს. ბიჭებიც მიხვდებიან, რომ თავი არ უნდა დაიმცირონ. | | |