მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ბიჭი და ძაღლი (1964)
ამ გვერდს გაეცნო 15896 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 3 ნაწილი, 783 მეტრი (28 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1966 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ გოშაძე
სცენარის ავტორი: არჩილ სულაკაური
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე ფარადაშვილი
დამდგმელი მხატვარი: რომან მახარაძე
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მონაწილეობენ: ზურაბ შონია (გია), ლ. მალიანი (მუკო), ლუკა წულაძე (კურკა), თენგიზ ჟღენტი (პუპუზა), ილია ზაუტაშვილი (ილიკო), თემურ ხუბაშვილი (ჭორფლიანი), ილია ბაკაკური, თენგიზ ქართველიშვილი

გადაღებულია არჩილ სულაკაურის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

გია ქუჩაში უპატრონო ძაღლს იპოვის და შინ წაიყვანს. უკმაყოფილო მეზობლების, უბნის ბიჭების და სანიტარული ინსპექციის თანამშრომლის, მუკოს რისხვას რომ გადაარჩინოს, გია ძაღლის რეგისტრაციაში გატარებას მოახერხებს. ერთ დღეს შინ დაბრუნებულს ძაღლი აღარ დახვდება. იგი მუკოს წაუყვანია. მეზობლის ბიჭებს სინდისი შეაწუხებს და გიას ძაღლის მოძებნაში დაეხმარებიან.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.