მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ზღვის შვილები (1964)
ამ გვერდს გაეცნო 12670 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 10 ნაწილი, 2749 მეტრი (99 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1965 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი
სცენარის ავტორები: გიორგი ხუხაშვილი, კონსტანტინე პიპინაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: ევგენი მაჭავარიანი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მონაწილეობენ: კოტე დაუშვილი (ბოცო კალანდაძე), ირაკლი უჩანეიშვილი (ვახტანგ ნიჟარაძე), ოთარ კობერიძე (გურამი (მამა)), ლია ელიავა (ლეილა), ნოდარ მგალობლიშვილი (ნოდარი), მანანა ეგაძე (მზია), დოდო აბაშიძე (გოჩა), ვახტანგ ნინუა (ქარჩავა), როდამ ჭელიძე (ელგუჯა), ლია კაპანაძე (ეთერი), ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (ივანე), კარლო საკანდელიძე, ნოდარ ფირანიშვილი (გიგა), მანუჩარ შერვაშიძე (ამბროსი), იოსებ (სოსო) ლაღიძე (გურამი (შვილი)), იუსუფ (იოსებ) კობალაძე, თინათინ სეფერთელაძე (მაყვალა), თენგიზ დაუშვილი (გოჩა), მერაბ (მურად) ხინიკაძე, მაია პიპინაშვილი, კარლო ღლონტი

გადაღებულია გიორგი ხუხაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით
 

ზღვის ფსკერიდან ომის დროს ჩაძირული სეინერის, "იმედის" ამოტანა ეკიპაჟის ერთადერთ გადარჩენილ წევრს ვახტანგ ნიჟარაძეს მოგონებებს აუშლის, ახალგაზრდობის შეცდომებსა და გემის მეთაურ გურამ კალანდაძესთან დაპირისპირებას გაახსენებს. გურამთან ქიშპობა ვახტანგს არც ომის დღეებში შეუწყვეტია. "იმედის" ეკიპაჟის დაღუპვის შემდეგ სინდისმა შეაწუხა და დანაშაულის გამოსასყიდად ფრონტის წინა ხაზზე წავიდა... გავიდა დრო. კალანდაძის შვილი, უმცროსი გურამი სეინერის აღდგენაზე მუშაობს. მისი მოხუცი ბაბუისთვის "იმედის" აღდგენა დაღუპული შვილის გაცოცხლების ტოლფასია.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.