მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ხევისბერი გოჩა (1964)
ამ გვერდს გაეცნო 20543 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 9 ნაწილი, 2446 მეტრი (88 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1965 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორები: ნიკოლოზ სანიშვილი, არჩილ სულაკაური
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: სპარტაკ ბაღაშვილი (ხევისბერი), ლეილა აბაშიძე (ძიძია), თენგიზ არჩვაძე (გუგუა), ნუგზარ შარია (ონისე), მიხეილ ჩუბინიძე (ნუგზარ ერისთავი), იაკობ ტრიპოლსკი (თორღვაი), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (ხაზუა-ძიძიას დედა), შოთა სხირტლაძე (დათო), მიხეილ მგელაძე (ნუგზარ ერისთავის მხლებელი), ალექსანდრე ომიაძე (მოხუცი ხევსური), ვლადიმერ (ლადო) ცხვარიაშვილი, შალვა ბეჟუაშვილი, მიხეილ სულთანიშვილი, ვაჟა (სულთან) კვიტაიშვილი (მღვდელი), ლეილა ყიფიანი

გადაღებულია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
 

გუგუა ქორწილში ხელისმომკიდედ თავის ძმადნაფიცს, ონისეს აირჩევს, მაგრამ ონისეს და პატარძალს, ძიძიას ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდებათ. ხევი დამპყრობელი ფეოდალის, ნუგზარ ერისთავის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება. ონისეს დავალებული აქვს მოძმეებს მტრის გამოჩენა ამცნოს, მაგრამ ძიძიასთან ალერსი გაიტაცებს და მტრის შემოსევას ვერ შენიშნავს. ბრძოლის დამთავრების შემდეგ ხალხი მოღალატის დასჯას მოითხოვს. გუგუა ოჯახის შერცხვენის გამხელას სიკვდილს არჩევს, ონისე მზად არის დანაშაულისთვის პასუხი აგოს. შვილის საქციელით შეძრული ხევისბერი გოჩა ონისეს საკუთარი ხელით მოკლავს. თავსდამტყდარი უბედურება ხევისბერს ჭკუიდან შეშლის.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.