ვინ შეკაზმავს ცხენს (1963) ამ გვერდს გაეცნო 5321 სტუმარიმხატვრული ფილმი, კინომოთხრობა, 8 ნაწილი, 2154 მეტრი (78 წთ.) სს "ქართული ფილმი" პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1965 წელს
ნახეთ | |
| დამდგმელი რეჟისორი:
შოთა მანაგაძე სცენარის ავტორები: ივანე თარბა, ალექსანდრე ვიტენზონი,
შოთა მანაგაძე დამდგმელი ოპერატორი:
ფელიქს ვისოცკი დამდგმელი მხატვრები:
შოთა გოგოლაშვილი, რომან მახარაძე კომპოზიტორი:
რევაზ ლაღიძე ხმის რეჟისორი/ოპერატორი:
ვლადიმერ დოლიძე მონაწილეობენ:
კოტე დაუშვილი (ალხასი),
იოსებ (სოსო) გოგიჩაიშვილი (ბესლანი),
დალი ღოღელიანი (ასიდა), გია ნიკოლაიშვილი (ბექნუ),
მანანა მანაგაძე (ქვეიზა),
ოთარ მეღვინეთუხუცესი (გვადი),
ოთარ არღუთაშვილი,
ილია ბაკაკური,
ეკატერინე ვერულეიშვილი (მარასა),
მინადორა ზუხბა,
ვენერა ნეფარიძე, ა. ჭელიძე,
მაია ტატიშვილი, ნანა ყიფიანი,
ვიქტორ ნინიძე,
კაპიტონ აბესაძე | |  | მარჯვე ცხენოსანს, ალხას ჩამბას ცოლის სიკვდილის შემდეგ შვილებიც მიატოვებენ და ქალაქში გადასახლდებიან. ამაყი მოხუცი ეზო-კარის დაცარიელებას მტკივნეულად განიცდის. გადაწყვეტს, შვილიშვილი მაინც დაუბრუნოს სოფელს, მით უმეტეს, რომ მშობლების გაყრის შემდეგ ბიჭი ინტერნატში იზრდება. ალხასი მალე დარწმუნდება, რომ შვილიშვილი იმედს გაუმართლებს და მის ოჯახში ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი, მამაცი მხედარი გაიზრდება. | | | |