მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


თოჯინები იცინიან (1962)
ამ გვერდს გაეცნო 21840 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 9 ნაწილი, 2550 მეტრი (92 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1964 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორები: გურამ პატარაია, არლი თაყაიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: სესილია თაყაიშვილი (ნუცა), მარინე თბილელი (ალისა), იპოლიტე ხვიჩია (მელიტონი), მერაბ თავაძე (რეზიკო), მეგი კეჟერაძე (ლალი), ეროსი მანჯგალაძე (სევერიანი), გიორგი გაბელაშვილი (ვარლამი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (მოხუცი), ვახტანგ სულაქველიძე (მუსიკათმცოდნე), დუდუხანა წეროძე (ნათესავი ქალი), ჟუჟუნა დუგლაძე (ოლღა), ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე (მეზობელი ქალი), ჯულიეტა ვაშაყმაძე (დოდო), ხ. ხუციშვილი (პატარა ლალი), მიხეილ მგელაძე (პროფესორი), ირინე მაღალაშვილი, ელენე ყიფშიძე (პიანისტი), ქართლოს კასრაძე (ფოტოგრაფი), გიორგი გეგეჭკორი, გურანდა გაბუნია, დათო დანელია
 

მელიტონ ბელთაძის ერთადერთ ვაჟს რეზიკოს ოპერის მომღერლობის არც ნიჭი აქვს, არც სურვილი, მაგრამ ბებიისა და დედის ხათრით კონსერვატორიაში აბარებს. რეზიკოს პირველივე გამოცდაზე ჩაჭრას მამა-შვილი შინაურებს ვერ უმხელს. მელიტონი გასაჭირს თავის მეგობარს, სათამაშოების ფაბრიკის დირექტორს შესჩივლებს და შვილის დროებით სამუშაოდ მიღებას თხოვს. ფაბრიკაში რეზიკოს ნამდვილი ნიჭი ვლინდება, მისი გაკეთებული შესანიშნავი თოჯინები სწრაფად იპყრობს ყურადღებას. ფაბრიკაში შემთხვევით მოხვედრილი ახალგაზრდა თავის მოწოდებასთან ერთად აქ პირველ სიყვარულსაც იპოვის.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.