მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ცეროდენა რაინდები (1963)
ამ გვერდს გაეცნო 9999 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კინომოთხრობა, 7 ნაწილი, 1974 მეტრი (71 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 24.11.1964 წელს 

დამდგმელი რეჟისორები: ნელი ნენოვა, გენო წულაია
სცენარის ავტორი: ედიშერ ყიფიანი
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვრები: ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი, ტატიანა კრიმკოვსკაია
კომპოზიტორი: ოთარ გორდელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: დოდო ჩოგოვაძე (ნანა), დათო გიორგაძე (დათო), ნინო ნათაძე (ლია), თემურ ქართველიშვილი (ჯუმბერი), დავით სულაკაური (ვახტანგი), მალხაზ წიქარიშვილი (თენგო), თემურ ხუბაშვილი ("ჭორფლა"- სოსო), გია სეფისკვერაძე (გიზო), ინგა თევზაძე (ქეთევანი), ბელა მირიანაშვილი (რუსუდანი), კოტე დაუშვილი (ბაქარი), გიორგი გაბელაშვილი (ამბაკო), გიორგი (გელა) რევაზიშვილი (არჩილი), დოდო აბაშიძე (ასლანი), მერი კანდელაკი (ბებია კატო), ეკატერინე ვერულეიშვილი (პელაგო), თენგიზ ჟღენტი, ნინო კაკაბაძე, ნინო ჩხეიძე, თენგიზ არჩვაძე, გია კიტია
 

მოსწავლეებთან მუდმივი კონფლიქტით შეწუხებული ახალგაზრდა პედაგოგი ქეთევანი სკოლის სამუდამოდ მიტოვებას გადაწყვეტს, მაგრამ ბავშვების ნამუშევრების წაკითხვის შემდეგ გადაწყვეტილებას შეიცვლის, განსაკუთრებით ნანასა და დათოს საზაფხულო თავგადასავლები მოხიბლავს. ნანა აღწერს, თუ მისი გაბედული ჩარევის შემდეგ როგორ გადაურჩა სიკვდილს სოფლელი გოგონა, დათო კი მოხუც ამბაკოს გამოესარჩლა, როცა მუშებმა მისი ფრონტზე დაღუპული შვილის დარგული ხის მოჭრა დააპირეს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.