მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


გენერალი და ზიზილები (1963)
ამ გვერდს გაეცნო 7434 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 11 ნაწილი, 2920 მეტრი (105 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 23.11.1964 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორები: ნ. შპანოვი, ალექსანდრე ფილიმონოვი, მიხეილ ჭიაურელი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ოთარ გეგეჭკორი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ბრუნო ოია (ვლადეკ ლეხოვსკი), ვერიკო ანჯაფარიძე (მარტა ფუნკი), სოფიკო ჭიაურელი (ზოსია), ანდრეი აბრიკოსოვი (მებაღე), ნიკოლოზ ბოგოლიუბოვი (მარშალი), ვლადიმერ დრუჟნიკოვი (დობროვი), ჰელმუტ ზომერი (გენერალი ჰოიხლერი), სერგეი კარნოვიჩ-ვალუა (ცვეიგელი), არტურს დიმიტერსი (სენატორი დარკი), ალფრედ ვიდენიექსი (გენერალი დონალდი), ოლევ ესკოლა (შნორკე), ალექსანდრე სმირნოვი (ვოლფგანგ ფუნკი), ოთარ კობერიძე (შტურმანი რანერ პეტერი), ვ. ვანი (ბარმენი), გარი ავენსი, ვ. გრინვიში, ი. ზნამენსკი, ა. ბაუმანი, ი. ვიტკოვსკაია, იანის გრანტინში, დიმიტრი ყიფიანი (ოფიცერი), ირაკლი ქოქრაშვილი, ვ. კრუმჩაკი, ბორის ნიკიფოროვი, მავრ პიასეცკი, კარლი სებრისი, ანატოლი სმირანინი, ვალენტინ სკულმე, ლ. ტკაჩევი, ირინე მაღალაშვილი

გადაღებულია ნ. შპანოვის რომანის მიხედვით
 

ევროპის მილიტარისტული წრეები ცდილობენ ატომური იარღის გამოყენების უფლება გამოსტყუონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, საკუთარი სამხედრო ბაზა დაბომბონ, დანაშაული საბჭოთა კავშირს გადააბრალონ და პროვოკაცია ახალი მსოფლიო ომის გასაჩაღებლად გამოიყენონ. რადისტი ლეხოვსკი თვითმფრინავში ბომბს აღმოაჩენს, ჩანაფიქრს მიხვდება, ეკიპაჟისგან თვითმფრინავის შემობრუნებას და ბომბის ზღვაში ჩაგდებას მოითხოვს. ხელჩართული ბრძოლის შემდეგ ფაშისტი ფუნკი ბომბის ჩამოგდებას მაინც მოახერხებს, ლეხოვსკი პარაშუტით გადმოეშვება და პროვოკაციას ამხელს. გენერალი ჰოიხლერი, რომელიც საპასუხო სარაკეტო დარტყმის განხორციელებას ვეღარ შეძლებს, თავს მოიკლავს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.