მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


აპრილი (1962)
ამ გვერდს გაეცნო 9139 სტუმარი
მხატვრული ფილმი, ფილმი-ზღაპარი, 5 ნაწილი, 1223 მეტრი (45 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ოთარ იოსელიანი
სცენარის ავტორები: ერლომ ახვლედიანი, ოთარ იოსელიანი
დამდგმელი ოპერატორი: იური ფედნევი
დამდგმელი მხატვარი: ედუარდ ლაპკოვსკი
კომპოზიტორი: სულხან ნასიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვაჟა მაჩაიძე
მონაწილეობენ: ტატიანა ჭანტურია (მზია), გიორგი ჭირაქაძე (ვაჟა), აკაკი ჩიკვაიძე, ვენერა მაისურაძე, ა. ჯორბენაძე

ეკრანზე გასაშვებად ნებადართულ იქნა 1974 წელს.
 

ვაჟას და მზიას სიყვარული ძველი ქალაქის ხმაურიან, ვიწრო ქუჩებში იწყება. ქალაქი შენდება. დაქორწინებულები ახალ ბინაში სახლდებიან. ბინა ცარიელია, მაგრამ სიცოცხლით და სიყვარულით სუნთქავს. სრული ბედნიერებისთვის მეზობელი წყვილს ავეჯის შეძენას ურჩევს. სახლი ნივთებით ივსება, ახალგაზრდების ურთიერთობა – პრობლემებით. გონს დროზე მოეგებიან. ავეჯს ფანჯრიდან მოისვრიან და მასთან ერთად ყალბ ფასეულობებსაც, რომელთა დევნამ კინაღამ მათი ბედნიერება შეიწირა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.