მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ალავერდობა (1962)
ამ გვერდს გაეცნო 13975 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 5 ნაწილი, 1420 მეტრი (52 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 30.12.1963 წელს 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორები: რევაზ ინანიშვილი, გიორგი შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
დამდგმელი მხატვარი: გოგი ოჩიაური
კომპოზიტორი: ფელიქს (ფილიპე) ღლონტი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: გეიდარ ფალავანდიშვილი (გურამი), კოტე დაუშვილი (ლეკი), ირაკლი ქოქრაშვილი (გამყიდველი), ლ. ბალისევიჩი (შოფერი), ნოდარ ფირანიშვილი (დალაქი), კონსტანტინე (კოტე) თოლორაია (ქისტი), არსენ აბრამიშვილი, კ. მიქაბერიძე, პაპუნა წერეთელი, ვახტანგ მატარაძე-ჩელთისპირელი, ლეო (ლევან) ფილფანი (მთიელი), ნუგზარ ჯუღელი

გადაღებულია გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

გურამი უძველესი რელიგიური დღესასწაულის, ალავერდობის სანახავად კახეთში ჩადის. იმედი აქვს, რომ დიდებულ სანახაობას – ცხენოსანთა ჯირითს, ფალავანთა შერკინებას, ნამდვილ სახალხო დღესასწაულს იხილავს, მაგრამ ტაძრის ეზოში მხოლოდ ღამენათევი და ნამთვრალევი ხალხი დახვდება. რელიგიურ დღესასწაულს ძველი მნიშვნელობა დაუკარგავს და უბრალო ღრეობად ქცეულა. იმედგაცრუებული გურამი ცხენს გაიტაცებს და ჭენებით ბრბოში შევარდება, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით შეძლებს მოქეიფეთა გამოფხიზლებას.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.