მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


არდადეგებზე (1962)
ამ გვერდს გაეცნო 10423 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კინომოთხრობა, 7 ნაწილი, 1844 მეტრი (68 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1964 წელს 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი
სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი
დამდგმელი მხატვრები: ვასილ არაბიძე, ალექსანდრე ვერულეიშვილი
კომპოზიტორი: ირაკლი გეჯაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: ნუკრი კაკოიაშვილი (რეზო), ოთარ არღუთაშვილი (როსტია), მარინე მანჯგალაძე (დარო), გიორგი გეგეჭკორი (მამა), მერაბ გეგეჭკორი (პაპა ნიკა), ნინო ერისთავი (ბებია), ნოდარ მარგველაშვილი, ოთარ კოპტონაშვილი, ავთანდილ ვერულეიშვილი, გიორგი გელოვანი (გლეხი), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი, ოთარ ზაუტაშვილი, ნუნუ მაჭავარიანი
 

საზაფხულო არდადეგების გასატარებლად რეზო და დარო მამას სოფელში ჩაყავს. და-ძმას სოფლის ბავშვებთან თამაში და გართობა უნდა, მაგრამ მამა შვილებს მკაცრ რეჟიმს უწესებს და აიძულებს, მთელი დღე მეცადინეობაში გაატარონ. და-ძმაზე მეტად რეჟიმის დაცვა მამას უჭირს. ასე გრძელდება, სანამ ბავშვები არ აჯანყდებიან...
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.