მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


თხუნელა (1962)
ამ გვერდს გაეცნო 14148 სტუმარი
მხატვრული ფილმი, სატირული კომედია, 10 ნაწილი, 2692 მეტრი (97 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1963 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: შალვა მარტაშვილი
სცენარის ავტორი: ოთარ ჩიჯავაძე
დამდგმელი ოპერატორი: იური რიშკოვი
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ყაზბეგი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მემონტაჟე: ოფელია გევორქიანი
მონაწილეობენ: იპოლიტე ხვიჩია (სანდრო ქორიძე), მარინე თბილელი (ანა-სანდროს ცოლი), თინათინ სეფერთელაძე (ლიანა-ქალიშვილი), მედეა ჩახავა (ქეთო-ანას მეგობარი), ელენე ჩოხელი (ვარო), რამაზ ჩხიკვაძე (ადამიანი), არჩილ გომიაშვილი (ზურაბი), თამარ თეთრაძე (თეკლე), კოტე დაუშვილი (კოლ-ბის თავმჯდომარე), რევაზ ხობუა (მილიციელი), პავლე ინწკირველი, ზურაბ კახიანი, ავთანდილ ვერულეიშვილი, დავით ქუთათელაძე, ა. მეწუღიშვილი, ა. ნარჩემაშვილი, დავით ოქროსცვარიძე

გადაღებულია ოთარ ჩიჯავაძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით
 

ტრესტის ბიუროკრატი მმართველი სანდრო მოქალაქეებისთვის იშვიათად იცლის, მეუღლის მეგობარ ქალთან დროსტარებაზე კი უარს არ ამბობს. ქალთან ერთად მორიგი გასეირნების დროს სანდრო მანქანით ხბოს დაეჯახება და ეგონება, რომ ადამიანი იმსხვერპლა. მართლმსაჯულებას რომ გაექცეს, მთაში გაიხიზნება, მაგრამ შიში გატანჯავს და ჩვენების მისაცემად მილიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდება. როგორც კი გაიგებს, რომ ხბო შემოაკვდა და არა ადამიანი, ისევ გაბღენძილ ბიუროკრატად გადაიქცევა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.