მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ზღვის ბილიკი (1962)
ამ გვერდს გაეცნო 10041 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 7 ნაწილი, 1889 მეტრი (68 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1964 წელს 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ (რეზო) ჩხეიძე
სცენარის ავტორები: ანზორ სალუქვაძე, რეზო ჭეიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვრები: დიმიტრი ერისთავი, ალექსანდრე ვერულეიშვილი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: სერგო ზაქარიაძე (მოხუცი მეზღვაური), რუსუდან ფარემუზაშვილი (მარინე), მერაბ თავაძე (დათო), ირაკლი ქოქრაშვილი (მძღოლი), ნოდარ ფირანიშვილი (შალვა), რ. კანდელაკი (კოტე), რევაზ ჯანაშვილი (ბიძინა), მ. კაპანაძე (მალხაზი), ჯ. ზაქარიაძე (ჯემალი), იოსებ (სოსო) ბერძენიშვილი (ზურაბი), ნათელა პეტროვა (ნათელა), ნ. მაჩაიძე, ლალი ართილაყვა
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე

გადაღებულია იუზა ყაჭეიშვილის მოთხრობა "ზღვის ლომის" მიხედვით
 

მოხუცი მეზღვაური დღეებს ზღვის სანაპიროზე ატარებს და უკიდეგანო სივრცის ჭვრეტით ტკბება. ახალგაზრდების შემყურე, ერთ დღეს ცდუნებას ვერ გაუძლებს, ტალღებში გადაეშვება და მათ მხარდამხარ გაცურავს. ახალგაზრდებს შორის ყველაზე ღონიერი, დათო, მოხუცის გაფრთხილებას ყურს არ უგდებს, წინ თავდავიწყებით მიცურავს - მხიარული შეჯიბრი მალე სტიქიასთან ბრძოლად გადაიქცევა. მოხუცი უკანასკნელ ძალას მოიკრებს, რომ ძალაგამოცლილი ახალგაზრდა ტალღებს გამოსტაცოს და ნაპირზე გამოიყვანოს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.