მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (1962)
ამ გვერდს გაეცნო 38289 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 9 ნაწილი, 2553 მეტრი (92 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 08.06.1963 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორები: ნოდარ დუმბაძე, თენგიზ აბულაძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი კალატოზიშვილი
დამდგმელი მხატვრები: გივი გიგაური, კახი ხუციშვილი
კომპოზიტორები: არჩილ კერესელიძე, ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მონაწილეობენ: სერგო ორჯონიკიძე (ზურიკო), სესილია თაყაიშვილი (ოლღა ბებია), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ილიკო), გრიგოლ ტყაბლაძე (ილარიონი), მანანა აბაზაძე (მერი), კირა (უმც) ანდრონიკაშვილი (ცირა), თენგიზ დაუშვილი (კუკური), იოსებ (სოსო) გოგიჩაიშვილი (აგიტატორი), შალვა ხერხეულიძე (ამბაკო), ალექსანდრე გომელაური (ანტიფო), ვახტანგ სულაქველიძე (ქიმიის მასწავლებელი), როლანდ (მიხო) ბორაშვილი (რომული), ეკატერინე ვერულეიშვილი (სოფლელი ქალი), ნანი ჩიქვინიძე (მოწაფე), გია კიტია

გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

ობოლი გურული ბიჭის, ზურიკელა ვაშალომიძის ცხოვრება ოლღა ბებიასა და ერთი შეხედვით ახირებული მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის გარემოცვაში მიედინება. ომისა და სიდუხჭირის მიუხედავად, ეს ადამიანები ცხოვრებას იუმორით უყურებენ, ილიკო და ილარიონი დაუსრულებლად პაექრობენ და აქილიკებენ ერთმანეთს, თუმცა განუყრელი მეგობრები არიან. ამ დროს იწერება ზურიკელას პირველი ლექსები, პირველი სასიყვარულო ბარათი... გაივლის ომის მძიმე წლები. ზურიკელა ქალაქში უმაღლეს სასწავლებელს დაამთავრებს და სოფელს დაუბრუნდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.