მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ბურთი და მოედანი (1961)
ამ გვერდს გაეცნო 15617 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, კომედია, 3 ნაწილი, 753 მეტრი (27 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 21.08.1962 წელს 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორები: სულიკო ჟღენტი, ყარამან (გუგული) მგელაძე
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: რომან მახარაძე
კომპოზიტორი: ფელიქს (ფილიპე) ღლონტი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მონაწილეობენ: იპოლიტე ხვიჩია (კუჭკუჭი), ვახტანგ ნინუა (გერონტი), გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე (ზოსიმე), დოდო აბაშიძე (გედევანი), ოთარ ზაუტაშვილი (გიორგი), ირაკლი ნიჟარაძე (სამსონი), ირაკლი ქოქრაშვილი (მილიციელი), აბესალომ ლორია, ჰენრიეტა ლეჟავა, ნოდარ (ბიჭიკო) ჩხეიძე, ვალენტინ დონღუზაშვილი, მიხეილ (მამუკა) ხერხეულიძე (მილიციელი), ალექსანდრე კვალიაშვილი, თემურ გაჟონია

გადაღებულია გიორგი ბერძენიშვილის მოთხრობა "გულშემატკივრის" მიხედვით
 

რაიონიდან ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად ჩამოსული ბუხჰალტერი კუჭკუჭი შემთხვევით აბაზანაში ჩაიკეტება. ტრუსების ამარა დარჩენილი გასაშრობად თოკზე გაფენილ სხვის ტანსაცმელს გადაიცვამს და სტადიონისკენ მოკურცხლავს. სხვისი შარვლის ჯიბეში ფეხბურთის ბილეთს აღმოაჩენს, მაგრამ როდესაც "კანონიერ" ადგილს დაიკავებს, გვერდით მჯდომი მოქალაქე ჩხუბს დაუწყებს – კუჭკუჭის ტანზე თავისი ვაჟის პერანგს იცნობს. ფეხბურთის ფანატიკოს კუჭკუჭის სამსახურში დაგვიანებისთვის სასამართლოს მოუწყობენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.