მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


უდიპლომო სასიძო (1961)
ამ გვერდს გაეცნო 44517 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 9 ნაწილი, 2464 მეტრი (89 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 25.08.1963 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ლევან ხოტივარი
სცენარის ავტორები: რევაზ (რეზო) ებრალიძე, ოთარ რაზმაძე, ლევან ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორი: ლევ სუხოვი
დამდგმელი მხატვრები: ოთარ (I) ლითანიშვილი, ლერი კენჭოშვილი
კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: კონსტანტინე (კოტე) მგალობლიშვილი (ბიჭიკო), ბელა მირიანაშვილი (ნანი), აკაკი (კაკო) კვანტალიანი (ვარდენი), დუდუხანა წეროძე (კესარია), ვახტანგ ნინუა (ნიკოლოზი), თენგიზ მაისურაძე (ზურაბი), დოდო აბაშიძე (დოდო), ზანდა იოსელიანი (ქეთევანი), აკაკი ვასაძე (პარმენი), რევაზ ხობუა (მძღოლი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი, ჰენრიეტა ლეჟავა, ქართლოს კასრაძე, ალექსანდრე კვალიაშვილი
 

ბიჭიკოს დედა ძლიერ განიცდის, რომ მის უდარდელ შვილს მთელი სოფელი უქნარად თვლის. ბიჭიკოს სწავლა არ აინტერესებს და თავისი შეყვარებული ნანი ქვეყანას ურჩევნია. ნანის მამას, ვარდენს უდიპლომო სასიძოს სახელის გაგონებაც არ სურს, ქალიშვილისთვის შესაფერის საქმროდ აგრონომი ნიკოლოზი ეგულება. ბიჭიკო ნანის მოტაცებას გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ხელში მამამისი შერჩება. საქმე ბიჭიკოს სასარგებლოდ აეწყობა, რადგან გაუგებრობაში მოხვედრილი ვარდენის ერთადერთი მფარველი სწორედ ის აღმოჩნდება. ვარდენი მიხვდება, რომ ბიჭიკო გულისხმიერი ადამიანია და სასიძოდ აღარ დაიწუნებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.