მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


კეთილი ადამიანები (1961)
ამ გვერდს გაეცნო 18832 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კინომოთხრობა, 9 ნაწილი, 2389 მეტრი (86 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 15.11.1961 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: შოთა მანაგაძე
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: სერაფიონ ვაწაძე
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: ნანული პირველი (ნანა), ოთარ მეღვინეთუხუცესი (გიგა), თენგიზ არჩვაძე (თამაზი), ნათელა ვარაზაშვილი (ნანა ბავშვობაში), თამაზ ბიბილური (გიგა ბავშვობაში), ნუნუ მაჭავარიანი (მობინადრე), მარიამ მდივანი, ეკატერინე ვერულეიშვილი, ელენე ყიფშიძე (ცნობათა ბიუროს თანამშრომელი), რევაზ ხობუა (რეზო ბარქაია), ბადრი კობახიძე, კარლო ღლონტი, ალექსანდრე კვალიაშვილი, ა. ერმილოვი, სტეფანე გრიქუროვი, შალვა ხერხეულიძე (მეწისქვილე), ოთარ არღუთაშვილი, იოსებ (სოსო) აბრამიშვილი, ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი, მანანა მანაგაძე
 

მეორე მსოფლიო ომში მამის დაღუპვის შემდეგ გიგა ბეთანელიც ფრონტზე წავა ჯარისკაცად, მაგრამ ფრონტის ნაცვლად დონბასის სამხედრო დანიშნულების ქარხანაში მოხვდება. ფრონტზე გაგზავნილ წერილებზე პასუხს რომ ვერ მიიღებს, ნანა გიგას დაღუპულად ჩათვლის. წლების შემდეგ გიგა სამშობლოში, მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაოდ ჩამოვა. იგი ახალშეძენილი მეგობრის, თამაზის ოჯახში სტუმრობისას ნანას შეხვდება, რომელიც თამაზის ცოლი გამხდარა. შეხვედრას ორივე მწვავედ განიცდის. საკუთარ თავთან ჭიდილის შემდეგ გიგა გადაწყვეტს, რომ მეგობრის და საყვარელი ქალის ცხოვრების დანგრევის უფლება არა აქვს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.