მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


განძი (1961)
ამ გვერდს გაეცნო 9858 სტუმარი
მხატვრული ფილმი, ფსიქოლოგიური/დრამა, 10 ნაწილი, 2692 მეტრი (97 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 14.10.1961 წელს 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ (რეზო) ჩხეიძე
სცენარის ავტორი: დემნა შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ბონდო გოგინავა (საულია), ზეინაბ ბოცვაძე (ფუნდუ), აკაკი (კაკო) კვანტალიანი (ოტია), იპოლიტე ხვიჩია (ნიკიფორე), იოსებ (სოსო) აბრამიშვილი (სიმონი), ირაკლი ქოქრაშვილი (ვარდენი), ნოდარ (ბიჭიკო) ჩხეიძე (ყარამანი), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (ტოჩი–ინჟინერი), მერი ერგნელი-ყიასაშვილი, ზაირა (ზაზა) ლებანიძე, ანდრო მურუსიძე, ლეო (ლევან) ფილფანი

გადაღებულია დემნა შენგელაიას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

გამრჯე, პატიოსანი გლეხი საულია ხვნის დროს მიწაში დაფლულ განძს იპოვის. ამ დღიდან შეიცვლება, შრომაზე გულს აიყრის, საიდუმლოს გამჟღავნების შიშით შეპყრობილი ახლობლებს გაურბის, ეჭვიანი ხდება. საულია ცოლსაც აიყოლიებს, მაგრამ ფუნდუ მალე გამოფხიზლდება და ქმარს მოსთხოვს, განძი სახელმწიფოს ჩააბაროს. გონებაარეული საულია ფეხმძიმე ფუნდუს წიხლს კრავს. მერე მიხვდება, რომ ბედნიერება ოქროს ანაცვალა და განძს სახელმწიფოს ჩააბარებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.