მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


პაპა გიგია (1960)
ამ გვერდს გაეცნო 10920 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 7 ნაწილი, 1935 მეტრი (70 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ზაქარია გუდავაძე
სცენარის ავტორები: გრიგოლ ჩიქოვანი, ი. კროტკოვი
დამდგმელი ოპერატორი: იური რიშკოვი
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ყაზბეგი
კომპოზიტორი: მარიამ (მერი) დავითაშვილი
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ეთერ ჯებაშვილი, მიხეილ ათანელოვი
მონაწილეობენ: კოტე დაუშვილი (პაპა გიგია), იამზე გვათუა (ნათია), თამარ (თათული) დოლიძე (ციალა), იოსებ (სოსო) აბრამიშვილი (ჭაბუკა), ჯულიეტა ვაშაყმაძე (თინა), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ილო), მეგი წულუკიძე (ნინო მასწავლებელი), იმედა კახიანი (ვახტანგი–პიონერხელმძღვანელი), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (კოლ-ბის თავმჯდომარე), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი, თამაზ ბიბილური, აბო ზარდიაშვილი, იპოლიტე ხვიჩია, დათო დანელია, ნელი გრძელიშვილი

გადაღებულია გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობა "მეორე ოჯახის" მიხედვით
 

კოლმეურნეები ყურძნის მოსავლიანობის ასამაღლებლად ვაზის ჯიშების განახლებას გადაწყვეტენ, ძველი ვენახების აჩეხვაში მათ პიონერებიც ეხმარებიან. გამოცდილ მევენახეს, პაპა გიგიას ვაზის განახლების მნიშვნელობა კარგად ესმის, მაგრამ საკარმიდამო ვენახის ამოძირკვა არ სურს. პაპის ურჩობით შეწუხებული დათო ვაზის აჩეხვას თვითონ დაიწყებს. პაპა მკაცრად დასჯის, მაგრამ როდესაც შვილიშვილს მისი მეგობრებიც გაკიცხავენ, გიგია დათმობს და ვენახს საკუთარი ხელით აჩეხავს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.