მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


შეწყვეტილი სიმღერა (1960)
ამ გვერდს გაეცნო 17987 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კინომოთხრობა, 10 ნაწილი, 2767 მეტრი (100 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 07.12.1960 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორები: კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ალბერტ მარენჩინი, ნიკოლოზ სანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვრები: რუდოლფ კოვაჩი, ევგენი მაჭავარიანი
კომპოზიტორები: რევაზ ლაღიძე, ტიბორ ანდრაშოვანი
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: დავით ლომიძე, რუდოლფ პავლიჩეკი
მემონტაჟეები: ვასილ დოლენკო, ბედრიჩ ვოდერკა
მონაწილეობენ: იულიუს პანტიკი (მიშო ზვარა), ლია ელიავა (ელიკო გელოვანი), ვერიკო ანჯაფარიძე (მარიამი, გურამის დედა), დოდო ჭიჭინაძე (დოდო, გურამის ცოლი), ოთარ კობერიძე (გურამ გელოვანი), ალექსანდრე ომიაძე (მამუკა გელოვანი), კაროლ მახათა (იან სოვიარი), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (მამედოვი), რიმა შოროხოვა (ექთანი), ელენა პაპოვა–ზვარიკოვა, სერგეი გოლოვანოვი, დუშან ბლაშკოვიჩი, ვილიამ პოლონი (ნემჩეკი), ვაცლავ მლინეკი, ვილიამ ზაბორსკი, რუდოლფ ბახლეტი, იოზეფ ჩერნი, ლუდოვიტ ოზაბალი (პირუჩიკი იანიგა), მარია მარკოვიჩოვა
 

მეორე მსოფლიო ომის დროს სლოვაკი მეომარი მიშო ზვარა საქართველოში მოხვდება. სოხუმის ჰოსპიტალში დაჭრილი მეგობრის სანახავად მისული ქართველ ექიმს, ელიკო გელოვანს შეხვდება. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ ომი გრძელდება და ჯარისკაცი ფრონტზე ბრუნდება. ერთ–ერთ ბრძოლაში მძიმედ დაჭრილ, ფეხმოკვეთილ მიშოს კვლავ სოხუმის ჰოსპიტალში მოათავსებენ. იგი საყვარელ ქალთან შეხვედრას გაურბის, მაგრამ ელიკო მას თვითონ მოძებნის. ომის დამთავრების შემდეგ წყვილი სლოვაკეთში განაგრძობს ცხოვრებას.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.