მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


დღე უკანასკნელი, დღე პირველი (1959)
ამ გვერდს გაეცნო 17595 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კინომოთხრობა, 8 ნაწილი, 2304 მეტრი (83 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 12.07.1960 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე
სცენარის ავტორები: სიკო დოლიძე, ევგენი აგრანოვიჩი
დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
დამდგმელი მხატვრები: გივი გიგაური, კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: დავით თორაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: სერგო ზაქარიაძე (გიორგი), ბელა მირიანაშვილი (ლამარა), მალხაზ გორგილაძე (ვაჟა), აკაკი ვასაძე (პროფესორი), დინარა ჟორჟოლიანი (თამარი), ოთარ კობერიძე (ლევანი – ინჟინერი), ლადო ავალიანი (მხატვარი), გიული ჭოხონელიძე (ქურდი), გრიგოლ ტყაბლაძე (ქარხნის დირექტორი), გივი თოხაძე (მეფოლადე), მედეა ჩახავა (მეფოლადის ცოლი), მეგი წულუკიძე (ექიმი მარია), ალექსანდრე აფხაიძე, ემანუილ აფხაიძე, დათო დანელია, ეთერ ჟორდანია, მერი კანდელაკი, ალექსანდრე ომიაძე, კარლო საკანდელიძე, ალექსანდრა თოიძე, იპოლიტე ხვიჩია, რამაზ ჩხიკვაძე (ტაქსისი მძღოლი), ნუნუ მაჭავარიანი (ბებია), ბადრი კობახიძე, მიხეილ მგელაძე (პროფესორი), ნოდარ ფირანიშვილი (ხულიგანი), ირაკლი ქოქრაშვილი (ფოსტის მუშაკი), ივანე გვინჩიძე (ლამარას მამა), ნუგზარ ჯუღელი
 

მოხუცი ფოსტალიონი გიორგი პენსიაზე გასვლის წინ უკანასკნელად ჩამოუვლის უბნის ბინადრებს და მათ თავის შემცვლელს, ახალგაზრდა ლამარას გააცნობს. კარდაკარ სიარულში გიორგის და ლამარას თავს ბევრი რამ გადახდებათ: გაყრის პირას მისულ ცოლ-ქმარს შეარიგებენ, ბინაში შეპარულ ქურდს გადააწყდებიან და ცხოვრების ავ-კარგზე დააფიქრებენ, მშობიარეს დახმარებას აღმოუჩენენ... ერთ-ერთ ბინაში ლამარა თავის შეყვარებულს შეხვდება, რომელიც მის ფოსტალიონობას იუკადრისებს. ლამარა ფოსტალიონის ჩანთას გიორგის მიუგდებს, მაგრამ მალე მიხვდება, რომ ღირსეულად შესრულებული არც ერთი სამუშაო სათაკილო არ არის.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.