მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სად არის შენი ბედნიერება, მზია? (1959)
ამ გვერდს გაეცნო 10232 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 9 ნაწილი, 2293 მეტრი (83 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1961 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი
სცენარის ავტორი: ი. კროტკოვი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მონაწილეობენ: ლეილა აბაშიძე (მზია), ოთარ ხატიაშვილი (ლადო), გოჩა აბაშიძე (ელგუჯა), აკაკი ხორავა (შალვა), დუდუხანა წეროძე (ვერიკო), დავით ძიგუა (გიორგი), ირაკლი უჩანეიშვილი (ავთანდილი), თინათინ სეფერთელაძე (ნათელა), ციცინო გელოვანი (ნინუკა), მერი ლომიძე (მიმი), ირინე მაღალაშვილი (რაისა), რამაზ ჩხიკვაძე (აგრონომი), ნოდარ პიპინაშვილი (თეიმურაზი), ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე (ტასო), მიხეილ ურუშაძე (ივანე), თენგიზ ამირანაშვილი (ნიკო)

გადაღებულია გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობა "სიყვარულის" მიხედვით
 

თანაკლასელები ელგუჯა და მზია სკოლის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ სოფელში დარჩენას გადაწყვეტენ, მაგრამ მზია იძულებული გახდება დედის ნებას დაყვეს და უმაღლესში ჩასაბარებლად ქალაქში გაემგზავროს. ბიძის აგარაკზე მზია ახალგაზრდა ინჟინერს, ლადო ჩხეტიანს გაიცნობს. თავაზიანობით, ქათინაურებით, უმაღლესში მოწყობაში დახმარების დაპირებით ჩხეტიანი დედა-შვილს თავბრუს დაახვევს. ვაჟი მზიას ქალაქგარეთ გაასეირნებს და ქალიშვილი მის არაგულწრფელობაში დარწმუნდება. დედის წინააღმდეგობის მიუხედავად მზია სოფელში დაბრუნდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.