მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ყვავილი თოვლზე (1959)
ამ გვერდს გაეცნო 19224 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 7 ნაწილი, 2003 მეტრი (72 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1961 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: შოთა მანაგაძე
სცენარის ავტორები: შოთა მანაგაძე, გრიგორ კოლტუნოვი, გიორგი გელოვანი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვრები: ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი, ტატიანა კრიმკოვსკაია
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ოთარ გეგეჭკორი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ლეო ანთაძე (კახაბერი), ჯულიეტა ვაშაყმაძე (ციცინო), ნატაშა კობახიძე (ნელი), ალექსანდრე ომიაძე, კოტე დაუშვილი, ბუხუტი ზაქარიაძე (გერმანე ფხალაძე ), გიორგი გაბელაშვილი, მეგი წულუკიძე (პროფესორის მეუღლე), ალექსანდრე კვალიაშვილი, ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე, რევაზ ხობუა (მგზავრი), მერი ლომიძე, ირაკლი ნიჟარაძე, დავით ქუთათელაძე, ნელი გრძელიშვილი, კარლო ღლონტი, ალექსანდრე ეძგვერაძე, ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (მსაჯი), შალვა ლორთქიფანიძე
 

ახალგაზრდა ვეტერინარს, კახაბერს, მომღერალი ქალის გაცნობა გეგმებს შეაცვლევინებს. სოფელში სამუშაოდ გამგზავრების ნაცვლად ის ფილარმონიის კვარტეტის ადმინისტრატორად დაიწყებს მუშაობას. კახაბერი თავის გზას აცდება და ვერც ქალის გულს მოიგებს – დაბნეული ადმინისტრატორით ყველა უკმაყოფილოა. კახაბერს ამ სიტუაციიდან ზამთრის კურორტზე კვარტეტის საგასტროლო მოგზაურობის დროს გაცნობილი გოგონა, ციცინო იხსნის. იგი ურჩევს კახაბერს, შეუფერებელ საქმეს თავი ანებოს და სამუშაოდ მეურნეობაში დარჩეს. კახაბერი თავის ნამდვილ მოწოდებასაც მიაგნებს და სიყვარულსაც.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.