მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ნინო (1959)
ამ გვერდს გაეცნო 25876 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კინომოთხრობა, 9 ნაწილი, 2286 მეტრი (83 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ლეო ესაკია
სცენარის ავტორი: ვიქტორ ჭანკვეტაძე
დამდგმელი ოპერატორი: იური რიშკოვი
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ყაზბეგი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: მედეა ჩახავა (ნინო), გრიგოლ კოსტავა (არჩილი), დოდო ჭიჭინაძე (ეთერი), მერი დავითაშვილი (მარო), ნუკრი ალხაზაშვილი (ვახტანგი), ვასილ ფილიაშვილი (ნოდარი), დალი ღოღელიანი (თამარი), ციცინო ჭიჭინაძე (მზია), მალხაზ გორგილაძე (კუკა), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი, ნ. გეგია, ნ. დათუნაშვილი, გივი თოხაძე, ვ. ლეჟავა, ნელი ფილიაშვილი, მ. ჩიჩუა, შოთა კიკნაძე, ბარბარე ანდრონიკაშვილი (ბებია), ნოდარ ფირანიშვილი, რევაზ ხობუა (ბიჭის მამა ), ვლადისლავ ვაშაძე
 

მას შემდეგ, რაც არჩილი ოჯახს მიატოვებს და მომღერალ ეთერთან გადასახლდება, ნინოს მარტოს უწევს შვილების აღზრდა. შიშობს, რომელიმე მათგანი გზას არ ასცდეს. ეთერის უსაქმური ვაჟი კუკა არჩილს მომგებიან ობლიგაციას მოპარავს. არჩილი თავის შვილს, ნოდარს დაადანაშაულებს. ნოდარის სიმართლეში ეჭვი ნინოსაც შეეპარება. შეურაცხყოფილი ბავშვი სახლიდან გაიქცევა. დაძაბულობას თავად არჩილი განმუხტავს. იგი აღიარებს, რომ ობლიგაცია კუკას მოუპარავს, ცოლ-შვილს პატიებას თხოვს და ოჯახს დაუბრუნდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.