მაია წყნეთელი (1959) ამ გვერდს გაეცნო 11971 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 10 ნაწილი, 2649 მეტრი (96 წთ.) სს "ქართული ფილმი" პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 29.02.1960 წელს
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით შეჩერებულია ფილმის ჩვენება
გადაღებულია ვლადიმერ კანდელაკის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
მოძალადე ბატონის მკვლელობისთვის სოფლიდან გამოქცეული, ბიჭად გადაცმული წყნეთელი გლეხის გოგო მაია გზად ტყვეებით მოვაჭრე თავადს გადაეყრება. უშიშრად შეუტევს, ტყვეებს გაათავისუფლებს და მოღალატე თავადს მეფე ერეკლეს მიგვრის. მათე-ბიჭად მონათლული მაია ყმების გაყიდვაში ამხელს თავადებს, რომლებიც შეთქმულებას მოუწყობენ და დილეგში გამოამწყვდევენ. მათეს ბერიკებად გადაცმული მეგობრები გაათავისუფლებენ და შემოსეული მტრის წინააღმდეგ მებრძოლ მეფის ჯარს შეუერთდებიან. დაჭრილი მათე-მაია თავისი ქალობის საიდუმლოს უახლოეს მეგობარ ვაჟს მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმხელს.