მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


წარსული ზაფხული (1959)
ამ გვერდს გაეცნო 17129 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 7 ნაწილი, 1895 მეტრი (68 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორები: გენო წულაია, ნელი ნენოვა
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) თაბუკაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი კალატოზიშვილი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: ოთარ გორდელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მონაწილეობენ: მედეა ჯაფარიძე (ელიკო), ეროსი მანჯგალაძე (ალექსანდრე), რამაზ ჩხიკვაძე (ზურაბი), გიორგი გეგეჭკორი (ბესარიონი), მუზა კრეპკოგორსკაია (ტანია), გიორგი გაბელაშვილი (ვიქტორი), ნინა ზავრიევა (ვიქტორის მეუღლე), ნუნუ მაჭავარიანი (ნუნუ), ი. ბროსევიჩი (პიოტრ პეტროვიჩი), ბელა მირიანაშვილი (ლიანა), იოსებ (სოსო) ლაღიძე (ოთარი), ბადრი კობახიძე (მრავალშვილიანი მამა), სოსო ებრალიძე (სტუდენტი), ამირან ებრალიძე (სტუდენტი), რობერტ ბარძიმაშვილი (სტუდენტი), გოგი ლეონიძე (სტუდენტი), იპოლიტე ხვიჩია (დამსვენებელი), ვახტანგ ნინუა (დამსვენებელი), გიორგი (გელა) რევაზიშვილი (დამსვენებელი), აბესალომ ლორია (დამსვენებელი), ეკატერინე ვერულეიშვილი (დამსვენებელი), ლ. ტყავაძე (დამსვენებელი), ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (დამსვენებელი), რევაზ ხობუა (მძღოლი), ელენე ასლამაზიშვილი (სასტუმროს მდივანი), ლუბა ქარქაშაძე
 

პანსიონატ "თეთრი სასტუმროს" ბიუროკრატი დირექტორი შეიტყობს, რომ დამსვენებელთა შორის ინკოგნიტოდ იმყოფება კინორეჟისორი, რომელიც თავისი მომავალი ფილმისთვის მასალას აგროვებს და პანსიონატის ცხოვრებას აკვირდება. რეჟისორად რატომღაც დასასვენებლად ჩამოსულ თერძს მიიჩნევს და მის საამებლად პანსიონატში სასტიკ რეჟიმს დააწესებს. დირექტორის ღონისძიებებით თავმობეზრებული დამსვენებლების გასართობად ელიკო, კინომსახიობობაზე მეოცნებე ოფიციანტი გოგონა, ახალგაზრდების დახმარებით კონცერტს მოაწყობს. კონცერტში თავადაც მონაწილეობს. ქალიშვილით და მისი ნიჭიერებით მოხიბლული ნამდვილი რეჟისორი ნოდარი მას ფილმში გადასაღებად მიიწვევს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.