მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ზვიგენის კბილი (1959)
ამ გვერდს გაეცნო 12029 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კინომოთხრობა, 7 ნაწილი, 1967 მეტრი (71 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 20.06.1960 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: შალვა გედევანიშვილი
სცენარის ავტორი: ოთარ ჩიჯავაძე
დამდგმელი ოპერატორები: არჩილ ფილიპაშვილი, ბორის ბურავლიოვი
დამდგმელი მხატვრები: ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი, ტატიანა კრიმკოვსკაია
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: დავით ლომიძე, ევგენი მასსი
მონაწილეობენ: საბრი ჩოლოევი (ალი), რეზო მჭედლიშვილი (მუკფი), გოგი თვალავაძე (ბარეკი), კირა ანდრონიკაშვილი (ალის დედა), გიორგი შავგულიძე (აბდელკადერი), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (ომარი), არსენ აბრამიშვილი (ჰუსეინი), ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (ლარბი), ილია ნაბატოვი (რენარი), ვახტანგ ბაბუნაშვილი, ერასტი ბილანიშვილი, მ. ლეზგიშვილი, თემურ ჩაჩავა, მაკა ცქიტიშვილი, ალექსანდრე კვალიაშვილი, თ. გერსამია, ბ. რიშკოვი, ა. ჯორბენაძე

გადაღებულია ოთარ ჩიჯავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

ღარიბი ძმები ალი და ჰუსეინი ოჯახს ზღვის ღრუბლის მოპოვებით არჩენენ. ერთხელ, ღია ზღვაში გასულებს, თავს ზვიგენი დაესხმება. ალი ზვიგენს მოკლავს, მაგრამ უფროსი ძმის გადარჩენას ვერ შეძლებს. ოჯახზე ზრუნვას ახლა უკვე მარტო განაგრძობს. ალის სწამს, რომ დავაჟკაცდება და დუხჭირ ცხოვრებას თავს დააღწევს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.