მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მანანა (1958)
ამ გვერდს გაეცნო 34651 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 7 ნაწილი, 1966 მეტრი (71 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 08.02.1960 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორები: ზაქარია გუდავაძე, შალვა მარტაშვილი
სცენარის ავტორი: ელიზბარ გედევანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ოჰანეს მაგაკიანი
დამდგმელი მხატვარი: თენგიზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: მარიამ (მერი) დავითაშვილი
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: რაფიელ კეზელი, ეთერ ჯებაშვილი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ნანული სარაჯიშვილი (მანანა), სესილია თაყაიშვილი (ბებია), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (პაპა), იაკობ ტრიპოლსკი (სერგო – მანანას მამა), მედეა ჩახავა (მეეზოვე ქალი), იპოლიტე ხვიჩია (სახლმმართველი), რევაზ ბარამიძე, ალექსანდრე თაყაიშვილი, ნუგზარ ბოჭორიშვილი, ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (ინკასატორი), დავით კუჭაიძე, იუსუფ (იოსებ) კობალაძე (ადმირალი), ლამზირა ჩხეიძე (პიონერხელმძღვანელი), ალექსანდრე სიხარულიძე, ლ. კაჭკაჭიშვილი
 

ანცი გოგონა მანანა თავის ნებაზე ათამაშებს მოხუც ბებიასა და ბაბუას, რომლებიც დედის სიკვდილის შემდეგ ზედმეტად ანებივრებენ შვილიშვილს. ბავშვი გაკვეთილებს აცდენს, მამას, მეზობლებს და ამხანაგებს ატყუებს. საკუთარ ტყუილებში გახლართული მანანა ყველას უსიამოვნებაში გარევს და მიხვდება, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ის პატიებას ითხოვს და პირობას დადებს, რომ ამიერიდან სამაგალითო მოსწავლე გახდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.