მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მამლუქი (1958)
ამ გვერდს გაეცნო 26550 სტუმარი
მხატვრული ფილმი, სათავგადასავლო, 10 ნაწილი, 2690 მეტრი (97 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 03.11.1959 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორი: დავით რონდელი
დამდგმელი ოპერატორი: ლევ სუხოვი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მონაწილეობენ: დათო დანელია (ხვიჩა), ვ. ჯოჯუა (გოჩა), მანანა ლონდარიძე (ცირა), ოთარ კობერიძე (მაჰმუდი), აკაკი ხორავა (ალი-ბეგი), ლია ელიავა (ზეინაბი), გიორგი შავგულიძე (ასლან-ბეგი), დუდუხანა წეროძე (მზეხა), მიხეილ ვაშაძე (ტაგუია, ხვიჩას მამა), ედიშერ მაღალაშვილი (რევია), ბუხუტი ზაქარიაძე (მარკოზი), ვერიკო ანჯაფარიძე (როდამი), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (ალი-ჰუსეინი), ალექსანდრე გომელაური (ალი-იუსუფი), ტარიელ საყვარელიძე (ნაპოლეონ ბონაპარტე), გურამ საღარაძე (იბრაჰიმი), მიხეილ მგელაძე (ვეზირი), ვლადისლავ ვაშაძე (ვენეციელი ასისთავი), ეთერ ჟორდანია, რიურიკ ჩხეიძე, მერი კანდელაკი, ირაკლი ნიჟარაძე, გრიგოლ კოსტავა (ზაიდოლი), მიხეილ ჩიხლაძე (მგზავრი გემზე), ბელა მირიანაშვილი, გენრი კავლელიშვილი

გადაღებულია უიარაღოს (კონსტანტინე თათარიშვილის) ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

თანასოფლელ ბიჭებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე გაყიდიან. გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას - ეგვიპტელი მამლუქი. ხვიჩას მაჰმუდს შეარქმევენ და მეომრად აღზრდიან. წლების შემდეგ მაჰმუდი ჰარამხანაში გამომწყვდეულ ქართველ ტყვე ქალთან ერთად სამშობლოში გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ ცირას მოკლავენ. გადის დრო. სიმამაცით განთქმული მაჰმუდი ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს. ხვიჩა-მაჰმუდს თვალწინ საქართველოში გატარებული ბავშვობა წარმოუდგება. ვენეციელ მებრძოლში ის ბავშვობის მეგობარს, გოჩას იცნობს. მტრის ცხედართან მწარედ ჩაფიქრებას მამლუქები მაჰმუდს ღალატად ჩაუთვლიან და მოკლავენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.