მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ფატიმა (1958)
ამ გვერდს გაეცნო 13955 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 10 ნაწილი, 2780 მეტრი (100 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 31.03.1959 წელს 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე
სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: სერაფიონ ვაწაძე
კომპოზიტორები: ბორის გალაევი, არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ვლადიმერ ტხაპსაევი (თავადი ალიმბეკი), თამარ კოკოვა (ფატიმა), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ჯამბულატი), გიული ჭოხონელიძე (იბრაჰიმი), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (ალიმბეკის და), მეგი წულუკიძე (ზარეთა), ივანე რუსინოვი (ინჟინერი), აკაკი ვასაძე (ზაურბეკი), დიმიტრი მამიევი (სოსლანი), დათო სოხაძე (პატარა ჯამბულატი), ესმა ცხოვრებოვა (ძიძა), ირაკლი ნიჟარაძე, დავით ქობულოვი (ქობულაშვილი), გიორგი გაბელაშვილი, ალექსანდრე ალაზნისპირელი, დავით ლურსმანაშვილი, ია ხობუა, გრიგოლ კოსტავა (თავადი), მიხეილ ჩიხლაძე (თავადი), კოტე დაუშვილი

გადაღებულია კოსტა ხეთაგუროვის ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით.
 

თავად ალიმბეკის ოჯახში შვილივით გაზრდილი ფატიმა ორ ვაჟკაცს უყვარს - თავადის ვაჟს ჯამბულატს, რომელიც თითქმის ძმად ერგება და თავადის მოჯამაგირე იბრაჰიმს. თავადი შვილს ფატიმაზე დაქორწინების ნებას არ მისცემს, იბრაჰიმს კი სახლიდან გააგდებს. ომში მოხალისედ მიმავალი ჯამბულატი ფატიმას ერთგულების ფიცს ჩამოართმევს. გადის დრო. ჯამბულატი არ ჩანს. ლოდინით განაწამებ ფატიმას ადათი გათხოვებას ავალდებულებს. ქალი ქმრად ერთგულ იბრაჰიმს აირჩევს. მოულოდნელად გამოჩენილი ჯამბულატი ფატიმას დაბრუნებას ცდილობს. ქალი ქმარ-შვილს არ უღალატებს და როდესაც გამწარებული ჯამბულატი მეუღლეს მოუკლავს, ჭკუაზე შეიშლება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.