მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ქალის ტვირთი (1957)
ამ გვერდს გაეცნო 12637 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 10 ნაწილი, 2820 მეტრი (102 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 18.06.1958 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი: ნიკოლოზ სანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: დიმიტრი ფელდმანი
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ გოცირიძე
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ლია ელიავა (ქეთევან ახატნელი), იაკობ ტრიპოლსკი (ზურაბ გურგენიძე), გიორგი შავგულიძე (კლიმიაშვილი), თამარ წულუკიძე (მარიამი), ალექსანდრე ომიაძე (ანდრო), გიორგი გეგეჭკორი (ნიკო), ვალერიან დოლიძე (ილიკო), ოთარ კობერიძე (აკაკი ახატნელი), დავით ოქროსცვარიძე (ჯაშუში), მარინე თბილელი (მართა), მიხეილ მინეევი (ვასილი), ფარსმან სონღულაშვილი (სურენი), კონსტანტინე (კოტე) თოლორაია (რაჟდენი), ვ. მირონოვი (ბეზგინი), ანდრო კობალაძე, გიორგი დავითაშვილი, ზურაბ (კუკური) ლაფერაძე, ლიანა მანჯავიძე, ა. ერმილოვი, ასმათ ქანდაურიშვილი, ბარნაბ მამასახლისი, ალექსანდრე ვოლოგინი, ლეონიდ რომანოვი, მერი დავითაშვილი, გიორგი ჟუჟუნაშვილი (მუშა-რევოლუციონერი), გენრი კავლელიშვილი

გადაღებულია მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
 

ქეთევან ახატნელი მეტეხის ციხიდან გამოქცეულ რევოლუციონერს, ზურაბ გურგენიძეს შეიფარებს და ამ დღიდან რევოლუციური მოძრაობის გულშემატკივარი გახდება. ახატნელების ოჯახში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები ცხოვრობენ. არალეგალური საქმიანობისთვის დაპატიმრებული ძმის ციხიდან დასახსნელად ქეთო ჟანდარმთა როტმისტრს, კლიმიაშვილს მიყვება ცოლად. იგი ცოლს აგენტს მიუჩენს და გურგენიძის ორგანიზაციას აღმოაჩენს. ქეთო იძულებული გახდება ამხანაგების გადასარჩენად ქმარი მოკლას, მაგრამ კლიმიაშვილი საპასუხო გასროლას მოასწრებს. დაჭრილი ქეთო რევოლუციონერებს საფრთხის შესახებ შეატყობინებს და ზურაბს ხელში ჩააკვდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.