მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


საბუდარელი ჭაბუკი (1957)
ამ გვერდს გაეცნო 12601 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კინომოთხრობა, 8 ნაწილი, 2336 მეტრი (84 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 07.07.1958 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: შოთა მანაგაძე
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვრები: ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი, ტატიანა კრიმკოვსკაია
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მონაწილეობენ: ბელა მირიანაშვილი (თებროლე), იმედა კახიანი (გოგიტა), გივი თოხაძე (უშანგი), სესილია თაყაიშვილი (ელპიტე), მერი კანდელაკი (ნინო), გრიგოლ ტყაბლაძე (საჩინო), იპოლიტე ხვიჩია (ალმასხანი), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (გიორგი), აკაკი (კაკო) კვანტალიანი, კაპიტონ აბესაძე, იოსებ (სოსო) ლაღიძე (ვალიკო), მარიამ მდივანი, ნოდარ მგალობლიშვილი, ნოდარ ფირანიშვილი (კოტე), ლია სარაჯიშვილი, ვალენტინ დონღუზაშვილი, ერასტი ბილანიშვილი, შალვა ხონელი (გოგოლაშვილი) (ალმასხანის მეზობელი), კარლო საკანდელიძე, ერემია სვანაძე, ქეთევან კოლხიდელი
 

მთებში მიკარგული მოუსავლიანი სოფლის, საბუდარას მკვიდრნი სახლ-კარს ტოვებენ და ბარში სახლდებიან. მშობლიურ კერას მხოლოდ მეთუნე საჩინო ვერ ელევა. საჩინოს ვაჟი გოგიტა სახლიდან იპარება და მონატრებული შეყვარებულის, თებროლეს მოსაძებნად ქალაქში ჩადის. გოგიტა ავტოქარხანაში იწყებს მუშაობას. თებროლეს მშობლებს უნდათ, ქალიშვილი უშანგის მიათხოვონ, რომელიც დიდი კაცი ჰგონიათ. გოგიტა ქალიშვილს მატყუარა უშანგის ჩამოაშორებს და ცოლად შეირთავს. შვილის ქორწილის შემდეგ სოფელ საბუდარას მისი უკანასკნელი მკვიდრი, მეთუნე საჩინოც დაემშვიდობება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.