მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ოთარაანთ ქვრივი (1957)
ამ გვერდს გაეცნო 28882 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 8 ნაწილი, 2158 მეტრი (78 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 28.09.1958 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორები: აკაკი ბელიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი
დამდგმელი ოპერატორები: დავით კანდელაკი, დიმიტრი ფელდმანი
დამდგმელი მხატვარი: ლეონიდ მამალაძე
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: ვერიკო ანჯაფარიძე (ოთარაანთ ქვრივი), გიორგი შენგელაია (გიორგი), ბორის ანდრონიკაშვილი (თავადი არჩილი), დინარა ჟორჟოლიანი (კესო თავადის ასული), კოტე დაუშვილი, ირაკლი ნიჟარაძე, მერი დავითაშვილი, ალექსანდრე გომელაური, ალექსეი ზაგორსკი, ვახტანგ ნინუა, აკაკი (კაკო) კვანტალიანი, ბადრი კობახიძე, ალექსანდრე ომიაძე (სოფლის თავკაცი), მიხეილ მგელაძე (ადვოკატი), ირინე მაღალაშვილი (მანანა), გიორგი დავითაშვილი, გიორგი ჟუჟუნაშვილი

გადაღებულია ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

ოთარაანთ ქვრივის ერთადერთი ვაჟი გიორგი ყოფილი ბატონის სახლში მოჯამაგირედ დადგომას გადაწყვეტს. თავმოყვარე ქვრივს დარდი მოსვენებას არ აძლევს, ხვდება, რომ მის შვილს თავადის ქალი კესო შეუყვარდა. გიორგი სიხარულით ემსახურება თავადის ასულს, ეზო-კარს წალკოტად უქცევს, თუმცა გულისნადებს ვერ მიახვედრებს. თივის ზვინიდან გადმოვარდნილი გიორგი სასიკვდილოდ დაშავდება, მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმჟღავნებს კესოს სიყვარულს. ზამთრის ერთ დღეს ოთარაანთ ქვრივს შვილის საფლავზე ნახავენ გაყინულს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.