მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჩრდილი გზაზე (1956)
ამ გვერდს გაეცნო 14323 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 10 ნაწილი, 2722 მეტრი (98 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 12.08.1957 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორები: კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ემანუილ ფეიგინი
დამდგმელი ოპერატორები: ლევ სუხოვი, არჩილ ფილიპაშვილი
დამდგმელი მხატვრები: სერაფიონ ვაწაძე, ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მონაწილეობენ: ლია ელიავა (ნინო), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (გიორგი ჩოხელი), ედიშერ მაღალაშვილი (ლევან გელაშვილი), ვახტანგ ნინუა (შაქრო), ნინელი ცინცაძე (ივლიტა), ბუხუტი ზაქარიაძე (მამუკა), გოჩა აბაშიძე (თედო), მერაბ (მურად) ხინიკაძე (არჩილი), ვუკოლ კინწურაშვილი (სიმონი), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (თედოს ბებია), თამარ ბაქრაძე (მაგდანა), ალიონა ეგოროვა, ნინო კაკაბაძე, ირაკლი ქოქრაშვილი (ილო), ირინე მაღალაშვილი (მასწავლებელი), ნათელა ფალიაშვილი, სერგო სულავა, გივი ტალიკაძე, გიორგი თოლორდავა, სესილია თაყაიშვილი, გივი თოხაძე, ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე, აკაკი (კაკო) კვანტალიანი (ლადო ძია)
 

მწყემს გიორგი ჩოხელს მასწავლებელი ნინო უყვარს, მაგრამ ქალს რაიონში ახალდანიშნული ხელმძღვანელი მუშაკი, ლევან გელაშვილი მოხიბლავს. კარიერისტი გელაშვილი მწყემსების გამოცდილებას არ გაითვალისწინებს, ცხვრის გადასარეკ საძოვრებს გადაახვნევინებს და ფარას დაღუპვის პირამდე მიიყვანს. დანაშაულის დასაფარად გელაშვილი გიორგისგან საბუთების განადგურებას მოითხოვს. გიორგი სილას გააწნავს, მასთან სხვა ანგარიშებიც აქვს გასასწორებელი – იგი ლევანს ფეხმძიმე ნინოზე დაქორწინებას აიძულებს. ნინო ხელს მოაწერს, მაგრამ ლევანთან ურთიერთობას აღარ ისურვებს. ქალი დარწმუნებულია, რომ ამიერიდან მასზე და მის შვილზე გიორგი იზრუნებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.