მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ეთერის სიმღერა (1956)
ამ გვერდს გაეცნო 10042 სტუმარი
მხატვრული ფილმი, ბიოგრაფიული, 10 ნაწილი, 2784 მეტრი (101 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 01.02.1957 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე
სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე
დამდგმელი ოპერატორი: დიმიტრი ფელდმანი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ზაქარია ფალიაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ვალერიან კვაჭაძე (ზაქარია ფალიაშვილი), მედეა ჯაფარიძე (ნატო), ბელა ვინოგრადოვა (იულია), ივანე რუსინოვი (ვიქტორი), ვასო გოძიაშვილი (პაპა), ქეთი დოლიძე (ეთერი, 8 წლისა), რიმა კილაძე (ეთერი, 18 წლისა), ნიკოლოზ რიჟოვი (ტანეევი), რამაზ ჩხიკვაძე (ვანო), გიორგი გეგეჭკორი (ნესტორი), მერაბ (მურად) ხინიკაძე (გიორგი), ლიანა ასათიანი (ქეთევანი), გურამ საღარაძე (პეტრე მირიანაშვილი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (კოწია), ლეონიდ (ლეო) ბაქრაძე, თამარ ციციშვილი (ეთერის დედა), მეგი წულუკიძე, მერი შილდელი, ეთერ ჟორდანია, აკაკი (კაკო) კვანტალიანი, ოთარ ალექსიშვილი, ანატოლი სმირანინი, ალექსეი ზაგორსკი, დანიელ სლავინი, ედიშერ მაღალაშვილი (ორჯონიკიძე), დოდო აბაშიძე, მერი კანდელაკი, დავით ჩხეიძე, ალექსანდრე სიხარულიძე, მიხეილ მგელაძე (ყარაჩოხელი), მერაბ გეგეჭკორი (მელიტონ ბალანჩივაძე), ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (დიაკვანი)
ვოკალურ პარტიებს ასრულებენ: დ. გამრეკელი, ზ. ანჯაფარიძე, გ. დოლიძე, თ. თაქთაქიშვილი, ლ. გოცირიძე, მ. ამირანაშვილი, მ. ნაკაშიძე
 

ოპერა "აბესალომ და ეთერის" რადიო-ტრანსლაცია კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილს ამ ოპერის შექმნის დროს გაახსენებს. ახალგაზრდა კომპოზიტორი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეკრებს და წიგნად გამოსცემს ხალხური სიმღერების კრებულს. მოგზაურობისას თავადის ასულს, ნატო ამირეჯიბს გაიცნობს, რომელიც უსახსრობის გამო იძულებული გახდება, მდიდარ მრეწველს მისთხოვდეს. გულგატეხილი ზაქარია კონსერვატორიაში სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრება. სამშობლოში დაბრუნებულს ეროვნული ოპერის შექმნის სურვილი მოსვენებას არ აძლევს, მაგრამ შვილის დაღუპვა დიდი ხნით დააბრკოლებს. ახლობელთა დახმარებით ფალიაშვილი ძალებს აღიდგენს და მოხუცი მწყემსის ნაამბობის მიხედვით პირველ ქართულ ოპერას "აბესალომ და ეთერს" შექმნის.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.