მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჩვენი ეზო (1956)
ამ გვერდს გაეცნო 16051 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კინომოთხრობა, 9 ნაწილი, 2491 მეტრი (91 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 25.07.1957 წელს 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ (რეზო) ჩხეიძე
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვრები: გივი გიგაური, კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: სოფიკო ჭიაურელი (ციცინო), გიორგი შენგელაია (დათო), ლეილა აბაშიძე (მანანა), ლეო (ლევან) ფილფანი (კოტე), გოჩა აბაშიძე (ვაჟა), აკაკი (კაკო) კვანტალიანი (გიორგი), დუდუხანა წეროძე (თამარი), სესილია თაყაიშვილი (ვასასი), ნოდარ ფირანიშვილი (შალვა), კონსტანტინე (კოტე) მგალობლიშვილი (გოჩა), ზაზა გუდავაძე (ფედია), თამარ აბაშიძე (დათოს ბებია), ნინა დავითაშვილი (მინადორა), გრიგოლ ტყაბლაძე (ბაბუა თეიმურაზი), იპოლიტე ხვიჩია (კომენდანტი), ნინო ანდრონიკაშვილი, თამარ წულუკიძე, ირაკლი ქოქრაშვილი (გერასიმე), მარიამ მდივანი, ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე, ნანი ჩიქვინიძე (თამრიკო), მაკა მახარაძე (ნინიკო), დავით ქობულოვი (ქობულაშვილი), მერი კანდელაკი, გიორგი დავითაშვილი, ლია თოხაძე-ჯუღელი
 

ერთი თბილისური სახლის ბინადარი ახალგაზრდები სკოლას ამთავრებენ. შალვა და დათო ქარხანაში იწყებენ მუშაობას, ახტაჯანა ციცინო კი სწავლას ინსტიტუტში განაგრძობს. მხოლოდ ვაჟა ზარმაცობს და დღეებს დროსტარებაში ფლანგავს, მოსვენებას არ აძლევს ციცინოს, რომელიც დიდი ხანია დათოსაც უყვარს, მაგრამ ქალიშვილისთვის გრძნობის გამხელა ვერ გაუბედავს. გადის დრო. დათო და ციცინო ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდებიან. მამის სიკვდილის შემდეგ ვაჟა ფუქსავატობას თავს ანებებს და სამუშაოდ ისიც ქარხანაში მიდის... ეზოში, სადაც დათო, ვაჟა, შალვა და ციცინო თამაშობდნენ, ახალი თაობა იზრდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.