მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ცისკარა (1955)
ამ გვერდს გაეცნო 19067 სტუმარი
მხატვრული ფილმი, ზღაპარი, 8 ნაწილი, 2091 მეტრი (76 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 18.09.1956 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: სერგო ჭელიძე
სცენარის ავტორი: კოტე მიქაბერიძე
დამდგმელი ოპერატორი: ბორის ბურავლიოვი
დამდგმელი მხატვრები: ფარნაოზ ლაპიაშვილი, იოსებ სუმბათაშვილი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: თამაზ ტოგონიძე (ცისკარა), დოდო ჭიჭინაძე (მზია), გოჩა აბაშიძე (ბადრი), ნინო კაკაბაძე (ცისკარას დედა), ეთერ ჟორდანია (თეკლე), გიორგი შავგულიძე (გრძნეული), მიხეილ ჩიხლაძე (შავი ვეზირი), იაკობ ტრიპოლსკი (ლურჯი ვეზირი), მავრ პიასეცკი (მწვანე ვეზირი), ვიქტორ ჭანკვეტაძე (შავქალა), ტიტე ბარამიძე (მოხუცი), კოტე დაუშვილი (დევი), აკაკი (კაკო) კვანტალიანი (დევი), ალექსანდრე გომელაური (დევი), ალექსანდრე ეძგვერაძე (მჭედელი), დავით ქუთათელაძე, გიორგი ტატიშვილი, ნიკოლოზ წიკლაური, ლეო (ლევან) ფილფანი, სვეტლანა აბულაძე (ბურავლიოვა)
 

ბოროტი ჯადოქარი სოფელს უწყლობით ტანჯავს. ხალხს აღარც ჯადოსნური სალამური აქვს, რომელიც გრძნეულთან ბრძოლაში შველოდა. სიკვდილის წინ მამა ცისკარას დაუბარებს შური იძიოს და ხალხი გრძნეულისგან იხსნას. ცისკარა მამის ანდერძს შეასრულებს - მიწისქვეშა სამფლობელოში შეაღწევს, თავისი შეყვარებულის, მზიასა და ერთგული მეგობრის, ბადრის დახმარებით გრძნეულს დაამარცხებს და ხალხს ჯადოსნურ სალამურთან ერთად წყალს და თავისუფლებას დაუბრუნებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.