ორი ოკეანის საიდუმლოება (1956) ამ გვერდს გაეცნო 9071 სტუმარიმხატვრული ფილმი, 2 სერია, ფანტასტიური/სათავგადასავლო, 17 ნაწილი, 4713 მეტრი (170 წთ.) სს "ქართული ფილმი" პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 20.03.1957 წელს
|
| დამდგმელი რეჟისორი:
კონსტანტინე პიპინაშვილი სცენარის ავტორები: ვლადიმერ ალექსეევი, ნიკოლოზ როშკოვი დამდგმელი ოპერატორი:
ფელიქს ვისოცკი დამდგმელი მხატვრები:
ლეონიდ მამალაძე, ევგენი მაჭავარიანი კომპოზიტორი:
ალექსი მაჭავარიანი ხმის რეჟისორი/ოპერატორი: როსტისლავ ლაპინსკი მონაწილეობენ:
სერგეი სტოლიაროვი (ვორონცოვი–წყალქვეშა ნავის უფროსი),
იგორ ვლადიმიროვი (სკვორეშნია–ზემდეგი),
სერგეი გოლოვანოვი (გორელოვი–ინჟინერ–მექანიკოსი),
პეტრე სობოლევსკი (დრუჟინინი–ნავის უფროსის მოადგილე),
ვახტანგ ნინუა (ლორთქიფანიძე–იხტიოლოგი),
სერგეი კომაროვი (პროფ.ოკეანოლოგი),
ანტონინა მაქსიმოვა (ბისტრიხი–ექიმი),
ლეონიდ პიროგოვი (ბისტრიხი–ცირკის დირექტორი),
ტ. დობროტვორსკი (ბაზოვი–პოლკოვნიკი),
პავლე ლუსპეკაევი (კარცევი–ლეიტენანტი),
მიხეილ გლუზსკი (ივაშევი–მუსიკოსი),
ირინა პრეისი (სიდორინა–სასტუმროს ადმინ.),
იგორ ბრისტოლი (პავლიკი),
დანიელ სლავინი,
მიხეილ მინეევი,
პეტრე მორსკოი,
ირინე მაღალაშვილი (რადისტი),
ყარამან (გუგული) მგელაძე,
იგორ ბალა (მიხაიალი)
გადაღებულია გიორგი ადამოვის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით | |  | ატლანტიკის ოკეანეში საიდუმლო ვითარებაში იღუპება საბჭოთა თბომავალი "არქტიკა", ამავე დროს წყნარ ოკეანეში იღუპება ფრანგული გემი "ვიქტორია". გემების დაღუპვის მიზეზების გამოსაკვლევად ლენინგრადიდან ექსპედიციაში მიდის წყალქვეშა ნავი "პიონერი". ეკიპაჟის შემადგენლობაში შეპარული ჯაშუში ცდილობს ხელი შეუშალოს ექსპედიციას დაღუპული გემების საიდუმლოს გახსნაში. ჩაძირული გემის გამოსაკვლევად წყალქვეშა ნავით ოკეანის ფსკერზე ინჟინერი გორელოვი და ზემდეგი სკვორეშნია ჩაეშვებიან. ამავე დროს ოკეანეში ეშვება იხტიოლოგ ლორთქიფანიძის ბატისფერო. გორელოვი ჯაშუში აღმოჩნდება, ის სკვორეშნიას თავიდან მოშორებას ცდილობს, მაგრამ ლორთქიფანიძის დახმარებით სკვორეშნია გადარჩება და ჯაშუშს შეიპყრობს. ექსპედიცია კუნძულზე მაგნიტური ნაღმების მიწისქვეშა ქარხანას აღმოაჩენს. | | |