მაგდანას ლურჯა (1955) ამ გვერდს გაეცნო 14716 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 7 ნაწილი, 1976 მეტრი (71 წთ.) სს "ქართული ფილმი" პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 25.03.1956 წელს
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით შეჩერებულია ფილმის ჩვენება
გადაღებულია ეკატერინე გაბაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
ქვრივი მაგდანას შვილებმა მიხომ და კატომ შარაზე მომაკვდავი სახედარი იპოვეს, კარგი მოვლით ფეხზე დააყენეს და "ლურჯა" შეარქვეს. ლურჯამ წვრილშვილიან ქვრივს შრომა შეუმსუბუქა. ამიერიდან მაგდანა მაწვნით სავსე ქილებს ქალაქში ლურჯას დახმარებით ეზიდებოდა. ხანმოკლე გამოდგა ოჯახის სიხარული - ვაჭარმა მიტუამ თავისი მიტოვებული სახედრის უკან დაბრუნება მოინდომა, სასამართლო მოისყიდა და ქვრივის ოჯახს ლურჯა წაართვა.
ფესტივალები და პრიზები:
პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის. კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, საფრანგეთი (1956).