მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ისინი ჩამოვიდნენ მთიდან (1954)
ამ გვერდს გაეცნო 22521 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კინომოთხრობა, 9 ნაწილი, 2558 მეტრი (92 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 23.06.1955 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორები: აკაკი ბელიაშვილი, მანუელ ბოლშინცოვი, ნიკოლოზ სანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: დიმიტრი ფელდმანი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მემონტაჟე: ლუსია ვარტიკიანი
მონაწილეობენ: ნუკრი ალხაზაშვილი (ვეფხია), ლეილა აბაშიძე (ლელა), ედიშერ მაღალაშვილი (მგელიკა), გოჩა აბაშიძე (დათო), გიორგი შავგულიძე (აპარეკა), მალხაზ ბებურიშვილი (გიგია), სერგეი გოლოვანოვი (ბულანოვი), ლუდმილა შაგალოვა (ნასტია), პავლე ლუსპეკაევი (ბორისი), ალექსანდრე ომიაძე (სკოლის დირექტორი), ვახტანგ ნინუა (სატვირთოს მძღოლი), ვერა ზახაროვა (ბულანოვის ცოლი), ნ. პალენკოვი, ალექსანდრე სმირნოვი (ქარხნის დირექტორი), ოთარ კოპტონაშვილი, ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე (ფერმის გამგე), ნოდარ ფირანიშვილი (ფალავნების ამქეზებელი), ივანე გვინჩიძე (ხელმძღვანელი ამხანაგი), სესილია თაყაიშვილი, აკაკი (კაკო) კვანტალიანი, ალექსანდრე კვალიაშვილი (ფოტოგრაფი)
 

მთიელი ვეფხია ხალიბაური ფოლადის დნობის შესასწავლად სხვა ახალგაზრდებთან ერთად ურალში მიემგზავრება, სადაც პროფესიასთან ერთად მეგობრებსაც შეიძენს. სამი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ვეფხია მოუთმენლად ელის ლელასთან შეხვედრას, მაგრამ შეიტყობს, რომ ლელა თანასოფლელ მგელიკას გაყოლია ცოლად. გულგატეხილ ვეფხიას მეგობრები დაარწმუნებენ, რომ ლელა მოტყუებით გაათხოვეს და ერთი დღეც არ უცხოვრია ქმართან. ვეფხია და ლელა დაქორწინდებიან.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.