მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჭრიჭინა (1954)
ამ გვერდს გაეცნო 24693 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 10 ნაწილი, 2685 მეტრი (97 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 27.12.1954 წელს 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორები: სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი
სცენარის ავტორები: მარიამ (მარიკა) ბარათაშვილი, ლევან ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორები: დიმიტრი ფელდმანი, თამარ ლობოვა
დამდგმელი მხატვარი: ლევან შენგელია
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ლეილა აბაშიძე (ჭრიჭინა), ცეცილია წუწუნავა (ეფროსინე), თამარ აბაშიძე (ელპიტე), ალექსანდრე ომიაძე (გიორგი), ლიანა ასათიანი (მარინე), მედეა ჩახავა (ცქრიალა), რამაზ ჩხიკვაძე (შოთა), დოდო აბაშიძე (ბიჭიკო), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (კირილე), გიორგი შავგულიძე (არჩილი), შალვა ღამბაშიძე (ირაკლი), ალექსანდრა თოიძე (ნატო), დოდო ჭიჭინაძე (თინა), თამარ ციციშვილი (შოთას დედა), გიორგი გეგეჭკორი (ლევანი), ბიძინა წულაძე (პროფესორი), თამარ თუშიშვილი (ჩიტოლია), ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე (აგრაფინა), ემანუილ აფხაიძე, მიხეილ სულთანიშვილი, იაკობ ტრიპოლსკი (პროფესორი), მერაბ (მურად) ხინიკაძე, ლეონიდ (ლეო) ბაქრაძე, ირინე მაღალაშვილი (ნონა), გიორგი გელოვანი (სტუმარი), ივანე გვინჩიძე (დავითი), ყარამან (გუგული) მგელაძე, ნანი ჩიქვინიძე, ლაზარე ყაზაიშვილი, თამარ დოლიძე

გადაღებულია მარიამ ბარათაშვილის პიესა "მარინეს" მიხედვით.
 

მარინე, რომელსაც უდარდელი ხასიათის გამო თანასოფლელებმა „ჭრიჭინა“ შეარქვეს, უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩასაბარებლად თბილისში მიდის და ნათესავებთან ბინავდება. პირველივე გამოცდაზე ჩაჭრის შემდეგ დარცხვენილი ბრუნდება ბიძის სახლში, სადაც მოულოდნელ დახვედრას უწყობენ, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ჭრიჭინა გამოსავალს ეძებს, თავის დასაძვრენად ერთ ტყუილს მეორეს უმატებს და სოფელში ბრუნდება. ტყუილები გამოაშკარავდება, სულელურ ვითარებაში აღმოჩენილი ახლობლები შეურაცხყოფილები არიან. მარინე საქციელს მოინანიებს და გამოსწორდება, ფერმაში დაიწყებს მუშაობას და შეყვარებულსაც შემოირიგებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.