მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მწვერვალთა დამპყრობნი (1952)
ამ გვერდს გაეცნო 8514 სტუმარი
მხატვრული ფილმი, სათავგადასავლო, 9 ნაწილი, 2456 მეტრი (89 წთ.)
თბილისის კინოსტუდია
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 02.08.1952 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორები: ნიკოლოზ ტიხონოვი, დავით რონდელი
დამდგმელი ოპერატორები: არკადი კოლცატი, გ. რეისგოფი, ბორის კრეპსი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორები: ანდრია ბალანჩივაძე, რევაზ გაბიჩვაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟეები: ვასილ დოლენკო, ლ. ჟუჩკოვა
მონაწილეობენ: ნატო ვაჩნაძე (ელისაბედ ლომიძე), ზურაბ ლეჟავა (ალიოშა ლომიძე), ლიანა ასათიანი (ალექსანდრა ლომიძე), გიორგი შავგულიძე (სიმონ ლომიძე), ივანე პერევერზევი (ვიქტორ ჟურავლიოვი), მედეა ჯაფარიძე (ელენე), ალექსანდრე აფხაიძე (იაგორ ღუდუშაური), შალვა ღამბაშიძე (ექიმი თუმანიშვილი), ვახტანგ ნინუა (ლევან ჭრელაშვილი), გიორგი გელოვანი (გია კიბოლანი), ლანა ღოღობერიძე (თინათინ მარგიანი), ანატოლი ჩემოდუროვი (ევგენი სიმბირცევი), იური სარანცევი (ვიტალი სიმბირცევი), ვალენტინა უშაკოვა (ვალენტინა ჩერნიხი), ირინე მაღალაშვილი, გიორგი საღარაძე (მომხსენებელი ), რამაზ ჩხიკვაძე (მომხსენებელი )
გადაღებაში მონაწილეობენ ალპინისტები: მ. ანუფრიკოვი, ი. არკინი, გ. ახვლედიანი, გ. გულბანი, გ. დებერლი, პ. ხაზაროვი, ი. ლაპშენიკოვი, ი. ნემსიწვერიძე, ვ. მუხინი, გ. ხუციშვილი
 

ცნობილი მთამსვლელები, და-ძმა სიმონ და ალექსანდრა ლომიძეები თეთნულდის დალაშქვრისას ჩამოწოლილ ზვავში მოყვებიან. სიმონს და მის მეგობარს ზვავი უფსკრულში ჩაიტანს. სიმონის უმცროს ძმას, ალიოშას, დაღუპულის დღიურის ჩანაწერები თეთნულდის დაპყრობის სურვილს აღუძრავს. ალიოშა, რომელსაც ალპინიზმი არასდროს იტაცებდა, მთამსვლელი გახდება. ერთმანეთს მოსდევს ექსპედიციები უშბის, შხელდის და სხვა მწვერვალების დასაპყრობად.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.