მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


რობინზონ კრუზო (1947)
ამ გვერდს გაეცნო 8901 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 8 ნაწილი, 2218 მეტრი (80 წთ.)
თბილისის კინოსტუდია
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 20.02.1947 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე ანდრიევსკი
სცენარის ავტორები: თევდორე კნორე, ალექსანდრე ანდრიევსკი, სერგეი ერმოლინსკი
დამდგმელი ოპერატორი: დიმიტრი სურენსკი
დამდგმელი მხატვარი: გიორგი ტურილოვი
კომპოზიტორი: ლეონიდ შვარცი
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: დავით ლომიძე, ალექსანდრე ზაპადენსკი
მონაწილეობენ: პავლე კადოჩნიკოვი (რობინზონ კრუზო), იური ლიუბიმოვი (პარასკევა), ანატოლი სმირანინი (რობინზონის მამა), ელენა სანიკიძე (რობინზონის დედა), ვიქტორია პავლენკო (ლიზა –შინამოსამსახურე), ალექსანდრე (შურა) ჯაგარბეკოვი, პეტრე მორსკოი

გადაღებულია დანიელ დეფოს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
პირველი საბჭოთა სრულმეტრაჟიანი მხატვრული სტერეოსკოპიული ფილმი, რომელიც გადაიღო თბილისისა და ახლად შექმნილ სტერეოკინოს სტუდიებმა.
1968 წელს ფილმი ახალი რედაქციით აღადგინა რეჟისორმა კონსტანტინე პიპინაშვილმა
დ. დეფოს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით
 

დაღუპული გემის ერთადერთ გადარჩენილ მგზავრს, ფათერაკების მაძიებელ ინგლისელ მოგზაურს, რობინზონ კრუზოს ზღვა უკაცრიელ კუნძულზე გარიყავს. წლების მანძილზე დაუღალავი შრომით რობინზონი კუნძულის ნაწილს ბაღნარად გადააქცევს. ოცდახუთი წლის შემდეგ იგი კაციჭამიებისგან იხსნის სასიკვდილოდ განწირულ ველურს, "პარასკევას" დაარქმევს და ერთგულ მეგობრად გაიხდის. ბოლოს და ბოლოს კუნძულს გემი მოადგება. რობინზონს ინგლისში პარასკევაც გაყვება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.