მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


აკაკის აკვანი (1947)
ამ გვერდს გაეცნო 17668 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 10 ნაწილი, 2804 მეტრი (101 წთ.)
თბილისის კინოსტუდია 

დამდგმელი რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი
სცენარის ავტორები: ლევან ასათიანი, კონსტანტინე პიპინაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: დავით კაკაბაძე
კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: ომარ ჩიტაია (აკაკი წერეთელი–ბავშვობაში), შოთა ქოჩორაძე (აკაკი წერეთელი–ჭაბუკი), მიხეილ ყვარელაშვილი (აკაკი წერეთელი–იუბილარი), სპარტაკ ბაღაშვილი (ესტატე–მეწისქვილე; ვაჟა–ფშაველა; გამზრდელი), თამარ ციციშვილი (ეკატერინე–აკაკის დედა), ალექსანდრე აფხაიძე (როსტომი–აკაკის მამა), მედეა ჯაფარიძე (ანა–აკაკის და), ვლადიმერ გიორგაძე (აკაკის ძმა), ქრისტესია ლებანიძე (აკაკის ძმა), ნატო ვაჩნაძე (მანო–ძიძა), კოტე მიქაბერიძე (პაპუნა–მანოს ქმარი), კოტე დაუშვილი (მოურავი), ლეილა აბაშიძე (ნაზიბროლა), ედიშერ მაღალაშვილი (ბაგრატი–ახალგაზრდა თავადი), ნოდარ კანდელაკი (ამირანი–მეჯინიბე), ივანე პერესტიანი (გიმნაზიის დირექტორი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ანაპოდისტე–მასწავლებელი), პეტრე დოლჟანოვი (დობრონრავოვი–მასწავლებელი), ირინე მაღალაშვილი, ირაკლი ნიჟარაძე, ზაალ ტერიშვილი, ანდრო კობალაძე, ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე, ალექსანდრე (შურა) ჯაგარბეკოვი, პეტრე მორსკოი, მერაბ გეგეჭკორი (მაყურებელი), მიხეილ ჩიხლაძე (სტუმარი), დავით ხუციშვილი (იაკობ გოგებაშვილი)

გადაღებულია აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავლის" მოტივების მიხედვით
 

ქართველი ერის საყვარელი პოეტის, აკაკი წერეთლის საიუბილეო საღამოზე სცენაზე ყვავილებით მორთული აკაკის აკვანი შემოაქვთ. აკვანი და მოხუცი ძიძის სტუმრობა პოეტს ძიძასთან, ღარიბი გლეხის ოჯახში გატარებული ბავშვობისა და ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის წლებს გაახსენებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.