მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


დავით გურამიშვილი (1946)
ამ გვერდს გაეცნო 14544 სტუმარი
მხატვრული ფილმი, ისტორიულ-ბიოგრაფიული, 9 ნაწილი, 2375 მეტრი (86 წთ.)
თბილისის კინოსტუდია
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 15.07.1946 წელს 

დამდგმელი რეჟისორები: ნიკოლოზ სანიშვილი, იოსებ თუმანიშვილი
სცენარის ავტორები: სიმონ ჩიქოვანი, ვლადიმერ ორლოვი, ნიკოლოზ სანიშვილი, იოსებ თუმანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: დიმიტრი ფელდმანი
დამდგმელი მხატვრები: ქრისტესია ლებანიძე, ლეონიდ მამალაძე, ალექსეი უტკინი
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: არნოლდ შარგოროდსკი
მემონტაჟე: ევგენია ბეჟანოვა
მონაწილეობენ: გიორგი შავგულიძე (დავით გურამიშვილი), კოხტა ყარალაშვილი (თავადი გიორგი –დავითის მამა), ალექსანდრე ომიაძე (ვახტანგ მეექვსე–ქართლის მეფე), დოდო ჭიჭინაძე (ქეთევანი), გიორგი დავითაშვილი (სულხან–საბა ორბელიანი), შალვა ღამბაშიძე (თავადი ელიზბარი–ქეთევანის მამა), ფაინა შევჩენკო (ანა იოანოვნა –რუსეთის დედოფალი), ტატიანა ოკუნევსკაია (ელიზავეტა პეტროვნა–პეტრე დიდის ასული), ივანე პერესტიანი (ვოლინსკი–ანა იანოვანას მინისტრი), ივანე მალიუტინი (ჰერცოგი ბირონი), ოსიპ აბდულოვი (უშაკოვი–კანც–ის უფროსი), ვლადიმერ ლუკიანოვი (ეგორი–გრებენელი კაზაკი), ანატოლი სმირანინი (ფრიდრიხ მეორე–პრუსიის მეფე), მიხეილ მგელაძე (პოეტი ჯავახიშვილი), გიორგი გელოვანი (გიორგი, მეფე ვახტანგ VI-ის ვაჟი), მიხეილ სულთანიშვილი, ალექსანდრე აფხაიძე, ზაალ ტერიშვილი, ალექსანდრე (შურა) ჯაგარბეკოვი, ივანე (ვანო) თოიძე, თამარ ციციშვილი
 

დავით გურამიშვილს, მეფე ვახტანგ VI-ის კარზე აღიარებულ პოეტს, ლეკები გაიტაცებენ. ხანგრძლივი ტყვეობის შემდეგ დავითი გაქცევას მოახერხებს და სამხედრო დახმარების სათხოვნელად რუსეთში ჩასული ვახტანგ მეფის ამალას შეუერთდება. აქ გაიგებს, რომ მისი სატრფო ქეთევანი რუსი ბარონისთვის მიუთხოვებიათ. უცხო ქვეყნის ომებში მრავალბრძოლაგამოვლილი, სამშობლოს გასაჭირით და პირადი უბედობით დამწუხრებული დავითი თავშესაფარს და უკანასკნელ განსასვენებელსაც უკრაინის მიწაზე იპოვის.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.