მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჭირვეული მეზობლები (1945)
ამ გვერდს გაეცნო 23107 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 7 ნაწილი, 1949 მეტრი (70 წთ.)
თბილისის კინოსტუდია 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: შოთა მანაგაძე
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი
დამდგმელი ოპერატორი: იური რიშკოვი
დამდგმელი მხატვარი: სერაფიონ ვაწაძე
კომპოზიტორი: დავით თორაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ამირანი), შალვა ღამბაშიძე (გრამიტონი), ცეცილია წუწუნავა (პეპელა–ამირანის ცოლი), სესილია თაყაიშვილი (მანანა–გრამიტონის ცოლი), ლიანა ასათიანი (ციალა), ამირან ტყებუჩავა (თენგიზი), დუდუხანა წეროძე (ფოსტალიონი), შალვა ჯაფარიძე (მამასახლისი), აკაკი ხორავა (ქარხნის დირექტორი), ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე (კოლ–ბის თავმჯდომარე), კირა ანდრონიკაშვილი, ნუნუ მაჭავარიანი, ვასილ ბალანჩივაძე, შოთა კიკნაძე, ჩ. ჯაფარიძე (ციალა ბავშვობაში), გ. გუნია (თენგიზი ბავშვობაში)

1966 წელს ფილმს ახალი რედაქცია გაუკეთა რეჟისორმა ნოდარ მანაგაძემ
 

კოლმეურნე ბრიგადირები, ძველი მეგობრები ამირანი და გრამიტონი ფრონტის დასახმარებლად გამართულ შეჯიბრში ერთმანეთს ეცილებიან. თითოეული ცდილობს, ბრძოლის ველზე მყოფ მეომრებს სხვაზე მეტი დახმარება გაუგზავნოს. ამირანი ფრონტიდან მოსულ დეპეშას არასწორად ამოიკითხავს და გრამიტონის ვაჟს, თენგიზს დაღუპულად ჩათვლის. ამ ამბავს ძალიან განიცდის, ცდილობს გრამიტონს უბედურება დაუმალოს და ამით ტრაგი-კომიკურ დაძაბულობას ქმნის. გაუგებრობა მალე ირკვევა და ჭირვეული მეზობლები კვლავ მეგობრებად რჩებიან.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.