მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჯურღაის ფარი (1944)
ამ გვერდს გაეცნო 11669 სტუმარი
მხატვრული ფილმი, ფილმი-კონცერტი, 7 ნაწილი, 1878 მეტრი (68 წთ.)
თბილისის კინოსტუდია
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 27.07.1944 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორები: სიკო დოლიძე, დავით რონდელი
სცენარის ავტორები: გიორგი ლეონიძე, სიკო დოლიძე, დავით რონდელი
დამდგმელი ოპერატორები: კონსტანტინე კუზნეცოვი, ანტონ პოლიკევიჩი
დამდგმელი მხატვარი: ევგენი მაჭავარიანი
კომპოზიტორები: ზაქარია ფალიაშვილი, ანდრია ბალანჩივაძე, ა. სეროვი, გრიგოლ კილაძე, აკაკი ანდრიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ვანო მურადელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ქეთო ჯაფარიძე (მსახიობი ქალი), მედეა ჯაფარიძე (ეთერი), ნუცა მიქელაძე (პირველი ქალიშვილი), დუდუხანა წეროძე (მეორე ქალიშვილი), დავით ბადრიძე (ლეიტენანტი და ესპანელი სტუმარი), დავით გამრეკელი (ჯურღაი), მიხეილ გრიშკო (კაპიტანი), ნიკოლოზ ჩასტი (ბოიარინი), გრიგოლ გრიგორაშვილი (მამუკა; ცანგალა), ვახტანგ ჭაბუკიანი (რაინდი), ელენე (ლილი) გვარამაძე (სტუმარი), ირაკლი (ჯანო) ბაგრატიონი (სტუმარი), ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე (დედოფალი), ირაკლი ნიჟარაძე (შიკრიკი), ილია მამფორია, დავით ჩხეიძე, ალექსანდრე აფხაიძე (მთხრობელი), გიორგი გელოვანი (მეგრელი ჯარისკაცი), ზაალ ტერიშვილი, კირილე მაჭარაძე, კოტე დაუშვილი, ირაკლი ქოქრაშვილი (ჯარისკაცი), პეტრე მორსკოი, შალვა ხუსკივაძე
 

მეორე მსოფლიო ომის დღეებში საქართველოს სამხედრო გზაზე გერგეტის ციხის მოხუცი მცველი მამუკა კავკასიონის დასაცავად მიმავალ მეომრებს ჯურღაის საგმირო საქმეებზე უამბობს. ლეგენდის თანახმად, გმირი ჯურღაის ფარი მუხის ტოტზე კიდია, მტრის გამოჩენისთანავე ზარის ხმას გამოსცემს და მეომრებს საბრძოლველად უხმობს. მოხუცის ნაამბობით გულანთებული მეომრები სამშობლოს დასაცავად მიდიან.

ფესტივალები და პრიზები:
  • მიენიჭა სახელმწიფო პრემია (1950).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.