მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


icon
icon
icon
icon
კომა (2013)
ამ გვერდს გაეცნო 4686 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 9 ნაწილი (90 წთ.) 

დამდგმელი რეჟისორი: არჩილ ქავთარაძე
სცენარის ავტორები: არჩილ ქავთარაძე, ლაშა ბუღაძე
დამდგმელი ოპერატორი: კონსტანტინე (მინდია) ესაძე
დამდგმელი მხატვარი: თეა თელია
კომპოზიტორები: ნიკა მაჩაიძე, გიორგი ცინცაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: პაატა გოძიაშვილი
მემონტაჟე: ლევან კუხაშვილი
მონაწილეობენ: გიორგი მასხულია, ჯანო იზორია, მიხეილ ახვლედიანი, ზურაბ ბეგალიშვილი, თეკლა შანშიაშვილი
პროდიუსერი: ვატო ქავთარაძე
 

ახალგაზრდა კაცი, ტიტე გოგია, საავტომობილო ავარიის გამო ციხეში ხვდება. მისი ორი მსხვერპლი ჰოსპიტალიზებულია, ამათგან ერთი კომაშია. ტიტეს ბედი მათ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ტიტეს ადვოკატებს ერთიმეორეს მიყოლებით ცვლიან, მას კი პატიმრებისთვის განკუთვნილ ფსიქიატრიულ კლინიკაში ათავსებენ, სადაც ფსიქოლოგიური და ფიზიკური იძულების რეჟიმში აქცევენ. სადამდე შეიძლება მივიდეს სისასტიკე და სადიზმი? რამდენ უსამართლობასა და დაცინვას შეიძლება გაუძლოს ადამიანმა?
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.