მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ერთი ცის ქვეშ (1961)
(სამი ნოველა)
ამ გვერდს გაეცნო 14144 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 8 ნაწილი, 2107 მეტრი (77 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორები: ლანა ღოღობერიძე, არჩილ სულაკაური
დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
დამდგმელი მხატვრები: დიმიტრი თაყაიშვილი, ნიკოლოზ იგნატოვი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: ლიანა ასათიანი (თავადის ქალი მაია), ციცინო ციციშვილი (დაფინო), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ბონდო), გიული ჭოხონელიძე (ამბაკო), კირა (უმც) ანდრონიკაშვილი (ნანა), გივი ყიასაშვილი (ლევანი), რევაზ თათარაძე (ზურიკო), იოსებ (სოსო) გოგიჩაიშვილი (ვასიკო), თენგიზ არჩვაძე (ზაზა), გურანდა გაბუნია (რუსუდანი), ზეინაბ ბოცვაძე (ლელა), ალექსანდრე კვალიაშვილი (ვარლამი), თემურ გაჟონია (კოლა), ნუნუ მაჭავარიანი, ალექსანდრე ომიაძე, ეკატერინე ვერულეიშვილი (კოსმეტოლოგი), ირაკლი ქოქრაშვილი (გლეხი )

ფილმი მოგვითხრობს სამი ამბავის შესახებ.
გადაღებულია ლეო ქიაჩელის მოთხრობის "თავადის ქალი მაიას" და არჩილ სულაკაურის ნოველების "მტრედების" და "ფრესკას" მიხედვით.
 

"თავადის ქალი მაია" – გასული საუკუნის 20- იანი წლები. ქონებასა და დიდებასთან ერთად წარსულს ჩაბარდა თავადის ქალის, მაიას ახალგაზრდობა და სასიყვარულო თავგადასავლები. მის უკანასკნელ მიჯნურს, ნათავადარ ბონდოს, მაიას მსახური გოგო დაფინო შეუყვარდება. შეურაცხყოფილი მაია მოღალატე საყვარელზე დაფინოს საქმროს, ამბაკოს ხელით იძიებს შურს. ბონდოს სიკვდილის შემდეგ მაია ხვდება, რომ მომავალ ახალ ცხოვრებაში მისი ადგილი აღარ არის და ზღვაში თავს იხრჩობს.
"მტრედები" – მეორე მსოფლიო ომი. ქალაქის თავზე მტრის თვითმფრინავის გამოჩენა რომ არ გამორჩეთ, თბილისელი ახალგაზრდები ნანა და ლევანი სახლის სახურავზე მორიგეობენ. გაუბედავად შეეპარებათ ერთმანეთის სიყვარული. უფროსი ძმის დაღუპვის შემდეგ ლევანი ფრონტზე გაემგზავრება. ნანა მორიგეობას განაგრძობს და ვაჟის დაბრუნებას ელის, მაგრამ ფრონტიდან მისი დაღუპვის ცნობა მოდის.
"ფრესკა" – ზაზა გატაცებით მუშაობს სპორტის სასახლის მოხატვაზე. იგი შეყვარებულია, მაგრამ არა არქიტექტორ რუსუდანზე, რომელიც მისთვის მხოლოდ ნიჭიერი პროფესიონალია. რუსუდანი მიხვდება, რომ ზაზა მის გრძნობას არ იზიარებს და ბედს შეურიგდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.