მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


უჩინარი იანი (1943)
ამ გვერდს გაეცნო 2640 სტუმარი
მხატვრული ფილმი, სათავგადასავლო, 7 ნაწილი, 1630 მეტრი (59 წთ.)
თბილისის კინოსტუდია
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 08.03.1943 წელს 

დამდგმელი რეჟისორები: ვლადიმერ პეტროვი, ისიდორე ანენსკი
სცენარის ავტორები: ოლგა ზივი, ალექსანდრე სტოლპერი
დამდგმელი ოპერატორები: ანატოლი გოლოვნია, თამარ ლობოვა
დამდგმელი მხატვარი: რომან სუტა
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: როსტისლავ ლაპინსკი
მონაწილეობენ: ევგენი სამოილოვი (იანი), ევგენია გორკუშა-შირშოვა (მილჩა), იური ალექსი-მესხიშვილი (იაროსლავი), გიორგი დავითაშვილი (პროფესორი), კონსტანტინე დობჟინსკი (დრაბეკი), ანატოლი სმირანინი (სტუდენტი), სერგო ევლახიშვილი (სტუდენტი), კოტე დაუშვილი (გესტაპოს აგენტი)

1965 წელს ფილმი აღადგინა გორკის სახ. კინოსტუდიამ
 

პრაღის უნივერსიტეტის სტუდენტი იან სმუდეკი ფაშისტთა საკონცენტრაციო ბანაკს თავს დააღწევს და მტრის წინააღმდეგ ბრძოლას შენიღბულად განაგრძობს. იგი კომფორტული მანქანით ჩეხეთის გზებზე გადაადგილდება, მოძრავი რადიოსადგურით ფაშისტთა დანაშაულის ფაქტებს გადასცემს და ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდებს. რადიოსადგური "თავისუფლება" ყოველდღე ზუსტად 12 საათზე გადის ეთერში. პატრიოტს მხარში უდგას ხალხი, რომელიც იანის მოუხელთებლობით გააფთრებულ მტერს გზა-კვალს ურევს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.